reportiori.ge - ტურისტებისთვის 24-საათიანი ცხელი ხაზი ამუშავდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:06
საზოგადოება
ტურისტებისთვის 24-საათიანი ცხელი ხაზი ამუშავდა
ავტორი:
06 აგვისტო, 2013. 15:08

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, საქართველოში ტურისტებისთვის 24-საათიანი ცხელი ხაზი ამუშავდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან ინფორმაციით, ნომერზე - 0 800 800 909 როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია განთავსების, გადაადგილება-ტრანსპორტირებისა და კვების ობიექტების შესახებ სრულიად უფასოდ. სურვილის შემთხვევაში, მათ მიეცემათ რეკომენდაციები ტურისტული ბილიკებისა და მარშრუტების, ასევე ქვეყანაში დაგეგმილი ეროვნული დღესასწაულების, ფესტივალებისა და სხვა აქტივობების შესახებ. ოპერატორები საწყის ეტაპზე მსურველებს ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე მოემსახურებიან. მომავალში დაემატება სხვა ენებიც.ინფორმაცია ცხელი ხაზის შესახებ, ყოველ ტურისტს საზღვარზე შემოსვლისთანავე მიეწოდება.

მომავალში იგეგმება პროფილის გაზრდა, რის ფარგლებშიც სექტემბრიდან ამუშავდება "რეკლამაციის სამსახური", სადაც ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა განაცხადონ თავიანთი პოზიტიური თუ ნეგატიური შეხედულებების შესახებ, რაზეც კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება მოხდება.

ამ დრომდე ინდივიდუალურ მოგზაურებს, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში განთავსებულ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში შეეძლოთ, რომელთა სამუშაო საათები განისაზღვრება მხოლოდ დღის საათებში, ახალი ცხელი ხაზის საშუალებით, მსურველებს ინფორმაციაზე წვდომა ექნებათ 24 საათის განმავლობაში სრულიად უფასოდ, ამ ინიციატივით ვეცადეთ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის უფრო კომფორტული გაგვეხადა საქართველოში მოგზაურობა", -_ განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016