reportiori.ge - გიორგი ვოლსკი: მავთულხლართებს მიღმა არსებული ხალხი არანაკლებ ცუდ მდგომარეობაშია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 19:10
კონფლიქტები
გიორგი ვოლსკი: მავთულხლართებს მიღმა არსებული ხალხი არანაკლებ ცუდ მდგომარეობაშია
20 თებერვალი, 2014. 15:52

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხების გადასაწყვეტად აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოხატულ მზადყოფნაზე საუბრობს.


ამის შესახებ ვოლსკიმ დღეს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, სადაც 1992-93 წლებში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად და მის შემდგომ უგზო-უკვლოდ დაკარგულ საქართველოს მოქალაქეთა ექსჰუმაციებისა და იდენტიფიცირების სამოქმედო გეგმა განიხილეს.


ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჭავჭავაძემ დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხების გადასაწყვეტად ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ. მისი თქმით, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოლაპარაკებების შედეგი ხელშესახები გახდა, რადგან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, პირველ ეტაპზე სოხუმში, დიდების მემორიალთან არსებული სამარხისა და ბაბუშერას სამარხის გახსნის შესახებ.

 

დღევანდელ სხდომაზე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. ეს თემა შეიძლება იმ კონფლიქტის მოგვარების იმ სტრატეგიულ მიმართულებებში გავწეროთ, რაზეც ყველა ერთად ვმუშაობთ. ამას წინათ, განათლების, ჯანდაცვის და ჰუმანიტარულ საკითხებზე ვიმსჯელეთ. ნელ-ნელა უნდა ჩავსვათ ეს ყველაფერი სტრატეგიულ გეგმაში. უნდა ჩამოყალიბდეს საგზაო რუკა. რამდენად შესრულებადი იქნება ის, დამოკიდებულია ჩვენზე, გნებავთ ჩვენს მორალურ მზადყოფნაზე, ვიმოძრაოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობი აღდგენისკენ და არ ვილაპარაკოთ მარტო ჩვენს ინტერესზე. უნდა გვახსოვდეს, რომ მავთულხლართებს მიღმა არსებული ხალხი არანაკლებ ცუდ მდგომარეობაშია. არსებობს მსოფლიო რეგიონულ-პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ბევრი კონფლიქტური თემის გადაწყვეტის საშუალებას არ იძლევა. მაგრამ იმის ლაპარაკი, რომ ჩვენ გავჩერდეთ და ველოდოთ, სანამ ესა თუ ის არ დაინგრევა, არ გარდაიცვლება და .., არასწორია. ეს განწყობა არსებობს ჩვენში და შედეგიც ისაა, რომ რაღაც თემის ირგვლივ ნდობის ატმოსფერო იქმნება. დავით დარახველიძეს და ნინო ჭავჭავაძეს საგანგებო მადლობა უნდა ვუთხრათ და ასევე, აქედან ჩვენი სიმპათიები შევუთვალოთ დე-ფაქტო, როგორც ჩვენ ვამბობთ, პიროვნებებს აფხაზური მხრიდან, ვინც ჩართულები არიან და ადამიანურად მიუდგნენ ამ თემებს, არ დატვირთეს ის პოლიტიკის სიმძიმეებით", - განაცხადა ვოლსკიმ.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016