reportiori.ge - წესები, რომელთა დარღვევა უცხოეთში უსიამოვნებებს მოგიტანთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:35
სხვადასხვა
წესები, რომელთა დარღვევა უცხოეთში უსიამოვნებებს მოგიტანთ
ავტორი:
21 თებერვალი, 2014. 15:55


1. მუსულმანურ ქვეყნებში შეეცადეთ მარცხენა ხელით არ ჭამოთ. მსგავს ქვეყნებში ტრადიციულად მიჩნეულია, რომ მარცხენა ხელი "ჭუჭყიანია".


მუსულმანები დღეში 5-ჯერ ლოცულობენ და სულ არ აქვს მნიშვნელობა სად არიან ამ დროს. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, როცა ადამიანები საკუთარ საქმეს თავს დაანებებენ და ლოცვას დაიწყებენ. ამ დროს პატივისცემა გამოიჩინეთ და შეძლებისდაგვარად ჩუმად ილაპრაკეთ.


2. ჩინეთში სავიზიტო ბარათებისა და ფულის გადაცემა სასურველია ორი ხელით მოხდეს, ეს ადამიანის მიმართ პატივისცემას ნიშნავს.


ჩინეთში წასვლამდე კი სჯობს სპეციალური ჯოხებით ისწავლოთ ჭამა, რადგან ჩინეთში ჩანგლით არ ჭამენ. 


3. ფილიპინებში ადამიანისთვის თითით მითითება შეურაცხყოფაა და ამის გამო შესაძლოა დაგაკავონ კიდეც.


4. იაპონიაში ბრინჯის ულუფაში ჯოხები ვერტიკალურად არასდროს ჩაარჭოთ, ეს დიდი შეურაცხყოფაა. ასე მხოლოდ დაკრძალვის დროს იქცევიან.


სხვათაშორის, იაპონელებთან შეხვედრის დროს სჯობს დისტანცია დაიჭიროთ, რადგან იაპონურ კულტურაში ხვევნა-კოცნას მიჩვეულები არ არიან, ამიტომ ნურც მეგობრულად წამოარტყამთ მხარზე ვინმეს.


5. სამხრეთ კორეაში სახლში ფეხსაცმლით შესვლა უზრდელობად ითვლება. გარდა ამისა, სამხრეთ კორეაში ვინმეს სახელი წითელი ფერის კალმით არასდროს დაწეროთ, რაც ცუდ ნიშანად ითვლება. ამ ჩვეულებას სამხრეთკორეელები ძველი ლეგენდით ხსნიან, რომლის მიხედვით წითელი საღებავით წერა მხოლოდ იმპერატორს შეეძლო, ხოლო თუ ამას სხვა გააკეთბედა, მას უმალვე მოღალატეობას აბრალებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ.


6. კარგად დაფიქრდით, სანამ რომელიმე ქვეყანაში ყოფნისას ყვავილების ჩუქებას გადაწყვეტთ. გერმანიაში ყვითელ ყვავილებს არ ჩუქნიან, რადგან ისინი დაკრძალვისთვისაა განკუთვნილი. მექსიკაში კი ყვითელი ფერის ყვავილები მწუხარებასა და დაშორებას ნიშნავს.


ჩინეთსა და ინდონეზიაში თაიგულის ჩუქება, სადაც ყვავილების რაოდენობა კენტია რეკომენდირებული არაა, რადგან ეს ცუდის ნიშანია. მსგავსი ჩვეულებებია იაპონიასა და ნორვეგიაშიც.


(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016