reportiori.ge - როგორი უნდა იყოს ქალი, რომ არ უღალატონ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:18
სხვადასხვა
როგორი უნდა იყოს ქალი, რომ არ უღალატონ
ავტორი:
21 თებერვალი, 2014. 16:01


ალტრუისტი - „ყველაფერი მისთვის და არაფერი ჩემთვის" - ეს არის ნამდვილი ალტრუისტის დევიზი.

ასეთ ქალთან მამაკაცი გრძნობს, რომ ის არის მთავარი და არა ქალი. ცნობილია ფრაზაა: „თუ შენ არ გიყვარს საკუთარი თავი, სხვასაც არ ეყვარები". ეგოისტი არ უნდა იყოს ქალი, მაგრამ არც უსაზღვრო ალტრუიზმს მოაქვს კარგი შედეგი, ამიტომაც ოქროს შუალედი მათ შორის საუკეთესოა. ქალმა არ უნდა დააკნინოს საკუთარი ინტერესები, მამაკაცი ამას ვერ დააფასებს და სულელური შესახედი იქნება მისი მხრიდან.


 

ეგოისტი - მეორე უკიდურესობა.

ამ დროს პირიქით, ქალი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და მამაკაცს უყალიბდება შეხედულება - ის საჭირო არ არის. ამ ყველაფრის გამო მამაკაცი პოულობს ვინმე ქალს, რომელიც დააფასებს და შეიყვარებს მას.


 

სასოწარკვეთილი დიასახლისი - ბევრი ქალი მთელ ცხოვრებას ქურასთან ატარებს.

ყველა პატივსაცემ ქალს უნდა ჰქონდეს თავისი ჰობი და ოჯახის მოვლის პარალელურად მუდმივად უნდა აკეთოს ის, რაც მისთვის არის მნიშვნელოვანი და საინტერესო. როცა მამაკაცი ხვდება, რომ ქალი ცოცხლობს მისით და მის გარდა არაფერი უნდა, იქცევა ორნაირად: ან თავადაც უზომოდ უყვარს თავისი ქალი და სხვა არაფერი არ უნდა, ან ჰბეზრდება ქალის ასეთი სიყვარული და პოულობს მისგან რადიკალურად განსხვავებულ ქალს.


 

მოუვლელი ქალი - სამსახურიდან მოსული მამაკაცი არ უნდა ნახულობდეს ხალათში გახვეულ, თმადაუვარცხნელ, დაუბანელ ქალს. ამის ნაცვლად უნდა დახვდეს ლამაზი, მოვლილი და კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი ქალი.


 

ეჭვიანი - თუ ბუნებრივად ქალი მიდრეკილია ეჭვიანობისკენ, თავი ხელში უნდა აიყვანოს.

არ უნდა მოაწყოს ეჭვიანობის სცენა, თუკი მისი მამაკაცი დაბადების დღეზე მიდის მარტო, პირიქით, უნდა აჩვენოს, რომ მის გარეშეც მშვენივრად გაატარებს დროს. შემდეგში კი ის არ წავა არსად მარტო.


 

მამაკაცური ქალი - ქალების დიდ ნაწილს ავიწყდება, რომ ის ქალია და იღებს საკუთარ თავზე მამაკაცურ მოვალეობებს.



ქალები გაჩენილები არიან ალერესისა და სითბოსთვის, რომელსაც კაცი არ მისცემს მამაკაცურ ქალს. ქალურობა - ეს არის ის, რაც აკავებს მამაკაცს ქალთან. მისი არ არსებობა იწვევს ღალატის საფუძვლის გაჩენას.




(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016