reportiori.ge - პომიდორის სასარგებლო თვისებები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:52
სხვადასხვა
პომიდორის სასარგებლო თვისებები
ავტორი:
22 თებერვალი, 2014. 11:19


პომიდორში არსებული ლაიკპინი ანუ წითელი პიგმენტი ძლიერი ანტიოქსიდანტია. იგი კანს მზის მავნე  ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვაში ეხმარება. ლაიკაპინი ასევე  ხელს უშლის კოლაგენოზს, (შემაერთებელ ქსოვილოვანი დაავადება) რის გამოც კანი დიდი ხნით ინარჩუნებს ელასტიურობას და სიმკვრივეს. პომიდორის ხშირი მიღება კანს ნაოჭბისგანაც იცავს.


ლაიკაპინს  ანტიბაქტერიული და ანტიფუნგალური თვისებებიც აქვს. ხელს უწყობს ღრძილების სიჯანსაღეს. ლაიკაპინის წყალობით პამიდორი ორგანიზმს აფლატოქსინებისგან იცავს, რომლებიც ორგანიზმში თამბაქოს კვამლის და დაბინძურებული ჰაერის სახით ხვდება.

კანადური სამედიცინო ასოციაცია იუწყება, რომ სერიოზული დაავადებების გაჩენის რისკებს პომიდორის ხშირი მიღება საგრძნობლად ამცირებს. ლაიკაპინის დიდი რაოდენობით მიღება გულისთვის და კარდიოვასკულარული დაავადებებისას სასარგებლოა. პამიდორი სისხლძარღვებში 72%-ით ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს.


პომიდორი არეგულირებს ნერვული სისტემის მდგომარეობას, სეროტონინის წყალობით  უქმნის ადამიანს კარგ განწყობას. ეს ბოსტნეული სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვისაც. იგი საჭმლის მონელებას და ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. პამიდორი კარგი შარდმდენი საშუალებაა, სასარგებლოა თირკმლის და შარდის ბუშტის დაავადებების დროს.



პამიდორი ადამიანს მხედველობის შენარჩუნებაში ეხმარება და  ხელს უშლის უარყოფითი პროცესების განვითარებას თვალის ბადურაში.





(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016