reportiori.ge - საინტერესო ფაქტები ადამიანის შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:47
სხვადასხვა
საინტერესო ფაქტები ადამიანის შესახებ
ავტორი:
22 თებერვალი, 2014. 16:19


ადამიანი ცოცხალი არსებებიდან ერთადერთია, ვისაც სწორი ხაზის გავლება შეუძლია.

ქერებს თმა უფრო სწრაფად ეზრდებათ, ვიდრე შავგვრემნებს.

ადამიანის გაღიმებაში 17 კუნთი მონაწილეობს.

ადამიანის დნმ 80 000 გენს შეიცავს.

საშუალოდ, ადამიანის ყოველი თითი ცხოვრების განმავლობაში 25 მლნ.-ჯერ იხრება.

ადამიანის ტვინი დღეში უფრო მეტი იმპულსის გენერაციას ახდენს, ვიდრე მსოფლიოს ყველა ტელეფონი ერთად აღებული.

ადამიანის ტვინში ერთი წამის განმავლობაში 100 000 ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს.

ადამიანის ორგანიზმში მცხოვრები ბაქტერიების ჯამური მასა დაახლოებით 2 კგ-ს შეადგენს.

ადამიანის ფილტვების ფართობი დაახლოებით ჩოგბურთის კორტის ფართობის ტოლია.

ბავშვები სამუხლის გარეშე იბადებიან. ის 2-6 წლის ასაკში ჩნდება.

ფსიქიატრიულ სინდრომს, რომლის დროსაც ადამიანს ემართება დეპერსონალიზაცია, ეკარგება დროის, სივრცის, საკუთარი სხეულისა და გარემოს აღქმის უნარი, ოფიციალურად ეწოდება „ალისა საოცრებათა ქვეყანაში".

დაბადებისას ადამიანის ტვინში უკვე არსებობს 14 მილიარდი უჯრედი და ეს რიცხვი არ იზრდება. პირიქით, 25 წლის მერე ეს რიცხვი ყოველდღიურად 100 000-ით მცირდება. ერთ წუთში, რომელსაც ერთი გვერდის წაკითხვისთვის ვხარჯავთ, 70 უჯრედი კვდება. 40 წლის მერე ტვინის დეგრადაცია სწრაფდება, 50 წლის შემდეგ კი ტვინის მოცულობა მცირდება.

საშუალოდ, ადამიანი 23 000 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას აკეთებს დღეში.

ადამიანის თვალს 10 000 000 ფერის გარჩევა შეუძლია.

პაპაფობია - რომის პაპის შიში.


გახელილი თვალებით დაცემინება შეუძლებელია.

საშუალოდ, ქალები 2-ჯერ უფრო ხშირად ახამხამებენ თვალებს ვიდრე კაცები.

ადამიანს გემოს 2000 რეცეფტორი გააჩნია.

დაბადებისას ბავშვს 300-მდე ძვალი აქვს, ზრდასრულ ასაკისთვის ის 206-მდე მცირდება.

მესოპოტამიაში პაციენტის სიკვდილის შემთხვევაში, მის ექიმს სიკვდილით სჯიდნენ, პაციენტის დაბრმავებისას, ექიმსაც აბრმავებდნენ.

დალტონიზმს კაცებში 10-ჯერ უფრო ხშირად ვხვდებით, ვიდრე ქალებში.

ცისფერთვალა ადამიანები ყველაზე მგრძნობიარენი არიან ტკივილის მიმართ.

არსებობს სურდოს გამომწვევი 100-ზე მეტი სხვადასხვა ვირუსი.

მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანის კანი დაახლოებით 1000-ჯერ იცვლება.

ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ნერვების სიგრძე 75 კმ-მდეა, სისხლძარღვებისა კი 80 000 კმ-მდე, ანუ ეკვატორს 2-ჯერ შემოუვლის. 




(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016