reportiori.ge - როგორ კლავდნენ სტალინს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:40
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
როგორ კლავდნენ სტალინს
ავტორი:
22 თებერვალი, 2014. 16:24

 

 

 

ვინ არის ბელადის ადგილზე - სტალინი თუ ორეული?


ჭორი, რომ სტალინი მოწამლეს, მის სიცოცხლეშივე გავრცელდა; თუმცა დოკუმენტალური მტკიცებულებების მოპოვება მხოლოდ 55 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ამას ხელი შეუწყეს სუკის ყოფილმა თავმჯდომარეებმა სემიჩასტნიმ და კრიუჩკოვმა, ასევე ბელადის დაცვის წევრებმა და საარქივო დოკუმენტებმა.


 

სიკვდილისწინა ჯანმრთელობა


უკანასკნელი 30 წლის მანძილზე სტალინის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო კვლევების შესწავლამ, მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ტვინში სისხლის ჩაქცევა და უეცარი სიკვდილი, მისი ჯანმრთელობის გაუარესების შედეგი არ ყოფილა. არც ის აღმოჩნდა მართალი, თითქოს სტალინი იმდენად არ ენდობოდა ექიმებს, რომ გამოკვლევებს გაურბოდა და ხშირად მიმართავდა თვითმკურნალობას. სინამდვილეში, უბრალოდ შეუძლოდ ყოფნისას იძახებდნენ ექიმებს, რომლებიც რამდენიმე დღის მანძილზე აკვირდებოდნენ ორგანიზმის მდგომარეობას. გთავაზობთ რამდენიმე დოკუმენტს.



68 წლის სტალინი. 1947 წ. 16. 09. მაცესტაში საკურორტო პროცედურებისწინა გამოკვლევა: „დიაგნოზი - ჰიპერტონიის საწყისი სტადია; თანმდევი სახსრების ქრონიკული რევმატიზმი, გადაღლა, პულსი - 74 წუთში. არტერიული წნევა 145/85. მკურნალი ექიმი კირილოვი". მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად შეგიძლიათ ნებისმიერ ექიმს ჰკითხოთ და გიპასუხებენ, რომ 60-ს გადაცილებული ადამიანისთვის მსგავსი წნევა სრულიად ნორმალურია. ეს კურორტამდე.29. 09. 47 წ.  დასვენების შემდეგ ბელადის მონაცემები 40 წლის ადამიანის მდგომარეობას შეესაბამება: „პულსი აბაზანის შემდეგ 68 - წუთში, რითმული. სახსრები არ აწუხებს. თავს კარგად გრძნობს. კირილოვი".



ბელადის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო გასაოცარია; 71 წლის სტალინი. „4. 09. 50 პულსი აბაზანამდე 74 წუთში, სისხლის წნევა 140/80..." ეს ხდება ძლიერი გრიპისა და მაღალი ტემპერატურის დროს. გაცილებით ახალგაზრდა და ძლიერი ორგანიზმი ინატრებდა ასეთ ციფრებს. საინტერესოა, რომ ჰიპერტონია შემდგომ წლებში საერთოდ აღარ არის ნახსენები. დასკვნა: განცხადებები, რომ „სტალინი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სერიოზულად იყო ავად" სიმართლეს არ შეეფერება.


 

ვერდაფარული მკვლელობა


ამ განცხადებების ავტორის ვინაობას მიხვდებით, როცა გაიგებთ მათი გამოქვეყნების თარიღს... 1953 წლის 4 მარტს დაიწყო ბელადის ჯანმრთელობის მდგომარეობის ბიულეტენის ბეჭდვა. ორ მათგანში ოფიციალურად ამტკიცებენ: „ორი მარტის ღამეს ი. ბ. სტალინს ტვინში სისხლი ჩაექცა... ჰიპერტონული დაავადებისა და ათეროსკლეროზის საფუძველზე". ეს ცრუ მტკიცებულებები გაჩნდა 1953 წლის 3 მარტის შემდეგ, ანუ რაც ხელისუფლება გადაიბარეს ბერიამ და მისმა თანაგუნდელებმა მალენკოვმა და ხრუშოვმა.



სტალინი მოწამლეს 1953 წლის 28 თებერვლიდან - 1 მარტის შუალედში, ანუ შაბათიდან კვირამდე, როდესაც ძირითადი სამედიცინო ძალები ისვენებენ და ვინც გჭირდება უცბად ვერ იპოვი! თავიდანვე ყველაფერი ისე იყო გათვლილი, რომ თუ საწამლავი მაშინვე არ იმოქმედებდა (როგორც მოხდა კიდეც), გარდაცვალების მიზეზი სტალინის ჯანმრთელობის გაუარესება ყოფილიყო, თან ძალაუფლების გადანაწილებისთვის დრო ჰქონოდათ. თუმცა არსებობს დოკუმენტური მტკიცებულება, რომ დროის გაჭიანურება ბერიას გეგმებში არ შედიოდა. თვითმხილველთა თქმით, პირველ ხანებში შესამჩნევად ნერვიულობდა, თუმცა შემდეგ „როცა ყველაფერი დასრულდა, კმაყოფილებას ვერ მალავდა" (სტალინის ქალიშვლის სიტყვები). ბერიას ნერვიულობაზე მეტყველებს 1953 წლის 4 მარტს მის უწყებას დაქვემდებარებულ მედიასაშუალებებში დაბეჭდილი ინფორმაცია: „2 მარტს, მოსკოვში, საკუთარ სახლში მყოფ ამხანაგ სტალინს ტვინში სისხლი ჩაექცა..." რაში სჭირდებოდა ბერიას ასეთი ტყუილი დღემდე გაუგებარია. რა შეიცვლებოდა საზოგადოების აღქმაში, სიმართლე რომ ეთქვა? ყველაფერი ხომ აგარაკზე მოხდა. ფაქტია რაღაცისთვის სჭირდებოდა, მაგრამ რისთვის? ორეულის გამოყენებისთვის ხომ არა?



სტალინის აგარაკზე არსებული მნახველთა აღრიცხვის ჟურნალის არსებობის მიუხედავად, ძნელი დასაჯერებელია, რომ ბერიას მანქანა ვინმეს გაეჩხრიკა... თუმცა მოწამვლასთან დაკავშირებით რაღაცამ რომ არ იმუშავა, ფაქტია (შესაძლოა ორეულის გამოყენებამ), რადგან მას შემდეგ რაც ყველაფერი დასრულდა ბერიამ ვარსონოფიევსკის ჩიხში (ლუბიანკასთან ახლოს) მდებარე საწამლავების ლაბორატორიის უფროსი გრიგორი მოისეევიჩ მაირანოვსკი დააპატიმრა. ეს უკანასკნელი დიდხანს იწერებოდა ციხიდან, ბოდიში ჩემი საწამლავი მთლად ისეთი რომ ვერ გამოდგაო, პირობას გაძლევთ გამოვასწორებო და ა.შ. ამგვარი წერილებით იმართლებდა თავს სანამ განაჩენი არ გამოუტანეს...



ამონარიდი ბერიასადმი მიწერილი მაირანოვსკის წერილიდან: „თქვენი გულმოწყალების იმედი მაქვს... დაშვებული შეცდომები მაპატიეთ. ახალი პრეპარატების გამოყენებას გთავაზობთ... როგორც საძილე, ისე სასიკვდილო მოქმედების. სრულად ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას, რომ ამ საშუალებების პროდუქტებში თუ სასმელ წყალში გამოყენების ტექნიკა მოძველდა და საჭიროა ახალი გზების ძიება სასუნთქი ჰაერის გამოყენებით... (21 აპრილი და 17 ივლისი 1953 წელი).



მოწამლვის ხერხებზე საუბრობს მაირანოვსკი 23 სექტემბრის დაკითხვაზეც: „საწამლავს ვაძლევდით საჭმლის, სხვადასხვა სასმელის საშუალებით, საწამლავი შეგვყავდა შპრიცების, ხელჯოხის, კალმისტრისა და სხვა სპეციალურად შექმნილი მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებით...."



ძველი ჩეკისტი ნაუმ ეიტინგტონი ადასტურებს, რომ ერთხელ „მაირანოვსკის ლაბორატორიაში ცდებს ვესწრებოდი, ჩემს თვალწინ ოთხ მსხვერპლს კუკარინის საწამლავი შეუშხაპუნეს. საწამლავი თითქმის მყისიერად მოქმედებდა"...



ბელადის მოწამვლის შემდეგ სტალინის დაცვისთვის მიცემული ბრძანებაც („ამხანაგ სტალინის ავადმყოფობაზე სიტყვა არავისთან დაგცდეთ!") იმის დასტურია, რომ ბერია ნერვიულობდა. რაღაც გეგმის მიხედვით არ მოხდა.

იმას, რომ ლავრენტი პავლოვიჩი „სტალინის წინააღმდეგ საომრად" ემზადებოდა, მისი ვაჟი სერგოც ადასტურებს. ამ ამბების გახსენებისას ამატებს, რომ ბერიამ იცოდა სტალინი მის დაპატიმრებას რომ აპირებდა: „1952 წელს, მამას უკვე ესმოდა, რომ დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა... მამაჩემი არც მხდალი იყო და არც სასაკლაოზე მიყვანილი ცხვარი. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ჩაფიქრებული ჰქონდა... ამისთვის სანდო ხალხი ყოველთვის ჰყავდა... ამას გარდა დაზვერვის საკუთარი სამსახური ჰქონდა, რომელიც არც ერთ არსებულ სტრუქტურაში არ შედიოდა!"



კონკრეტული გეგმა უცნობია, მაგრამ დაკითხვაზე მაირანოვსკის აღიარება და სტალინის დაცვის მოგონებებზე დაყრდნობით გამოდის, რომ სტალინი მაშინვე მოიწამლა როგორც კი მინერალური წყალი დალია. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იწვა მაგიდის გვერდით, რომელზეც მინერალური წყლის ბოთლი და ჭიქა იდო; ვინაიდან საწამლავი „თითქმის მყისიერად მოქმედებდა", სტალინი დალევისთანავე წაიქცა... ერთი ვერსიით უკვე მკვდარი, მეორე ვარიანტით გონდაკარგული; ყოველ შემთხვევაში მეტყველების უნარი რომ წართმეული ჰქონდა - ფაქტია! ზუსტად ასეთ მდგომარეობაში იხილა აგარაკის მომსახურე პერსონალმა, როდესაც მისი საძინებლის კარი შეამტვრიეს...


 

 

მინერალური წყლის სამი ბოთლი


არქივში მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ 1953 წლის 8 ნოემბერს კრემლის სანიტარულმა სამმართველომ, ლენინის მუზეუმს, სტალინის მუზეუმისთვის გადასცა მედიკამენტები და სამი ბოთლი მინერალური წყალი. თუმცა მიზეზთა აუხსნელად 9 ნოემბერს გადასცეს მხოლოდ „2 ბოთლი (ერთი ნარზანის, მეორე ბორჯომის)".



შეკითხვა: სად გაქრა მესამე ბოთლი? თუმცა საწამლავი შეიძლება ყოფილიყო ჭიქის ფსკერზე ან კედლებზე, ჭიქის შეცვლა კი ბერიასთვის დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა...



სტალინის მოწამვლას მრავალი ფაქტი და დოკუმენტი ადასტურებს. საინტერესოა როგორ მოხდა ეს?

 

 

სტალინის მკურნალი ექიმების საიდუმლო ჩანაწერები


ბელადის მკურნალი ექიმები, სიმპტომებზე დაკვირვებამ, სავარაუდოდ, იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ სტალინი მოწამლული იყო: აწეული სიცხე, კიდურების პერიოდული კრუნჩხვა, თავის კანკალი, სუნთქვის პრობლემები, სწორედ ამაზე მიუთითებდა და შესაბამის მკურნალობასაც ატარებდნენ: ცივი კომპრესები თავზე, ტკბილი ლიმონიანი ჩაი, გოგირდმჟავას მაგნეზიით კუჭის გამორეცხვა და სხვა.



5 მარტს შუადღისას, ანალიზის პასუხების მიღების შემდეგ, ორი საათი არანაირი ჩანაწერი არ არსებობს. ალბათ იმიტომ, რომ ექიმების ვარაუდი დადასტურდა და უბრალოდ არ იცოდნენ რა ექნათ.

დღის 12 საათზე კონსილიუმმა დასკვნა დადო:



„ცხრის წუთებზე (5 მარტი) ავადმყოფმა სისხლი აღებინა... და მძიმე კოლაფსში აღმოჩნდა, საიდან გამოყვანასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდა. 11 სთ. 30 წთ... ისევ კოლაფსი ძლიერი ოფლდენით, პულსი გაქრა... კოლაფსიდან ავადმყოფის გამოყვანა ისევ მოხერხდა..."



გაზეთებში ეს არ დაუწერიათ. ერთ-ერთი ვერსიით, ანალიზის პასუხების მიღების შემდეგ, ერთმა ექიმმა სტალინის შვილს - ვასილის, რეალური ვითარება მოახსენა. სვეტლანა იხსენებს, რომ ვასილიმ იყვირა: „მამა მოწამლეს!"



სტალინზე დამკვირვებელ ექიმთა ჩანაწერები მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რასაც თვითმხილველები იხსენებენ; თუნდაც სტალინის ქალიშვილი სვეტლანა: „მამა შიშველი პირველად ვნახე... ბოლო წუთს უეცრად თვალი გაახილა და ყველა იქ მყოფი შეგვათვალიერა. მარცხენა ხელი ასწია და სადღაც ზევით მიგვითითა, ანაც ყველას დაგვემუქრა. მომდევნო წამს სულმა გაიბრძოლა და სხეული დატოვა..."



ასე იხსენებს ქალიშვილი, თუმცა იქვე ამატებს: „არ ვიცი ნამდვილად ასე იყო თუ არა.."



თითქოს ყველაფერი ნათელია, თუმცა ექიმთა ჩანაწერებზე წერტილის დასმა ნაადრევია. ამავე ჟურნალში აღნუსხულია, რომელმა ექთანმა, როდის და რა ინექცია გაუკეთა. მორიგეობდა ოთხი ექთანი: პანინა, ვასინა, დემიდოვა და მოისეევა. უცნაურია, რომ საბედისწერო ნემსების გაკეთება სწორედ მოისეევას მოუწია... 20 სთ 45 წთ-ზე კალციუმის გლუკონატს უკეთებს, მანამდე ასეთი ინექცია ავადმყოფისთვის არ გაუკეთებიათ! 21 სთ. 48 წთ. - იგივე ექთანი აკეთებს ჩანაწერს, რომ 20 პროცენტიანი ქაფურის ზეთი შეუყვანა და ბოლოს 21 სთ; 50 წთ. - მოისევა აფიქსირებს, რომ ადრენალინის ინექცია გააკეთა... ამის შემდეგ სტალინი გარდაიცვალა.



ამ დამთხვევამ წარმოშვა ჭორი, რომ სტალინი იმქვეყნად სპეციალური ინექციით ებრაელმა ქალმა გაისტუმრა და ებრაელთა სავარაუდო გადასახლებისთვის შური იძია...



თანამედროვე ექიმები მიიჩნევენ, რომ სტალინის მდგომარეობაში ადრენალინის გაკეთება კატეგორიულად დაუშვებული იყო, რადგან სისხლის მიმოქცევის სისტემაში მკვეთრ სპაზმებს იწვევს და შესაბამისად ლეტალურ შედეგამდე მიჰყავს ავადმყოფი, რაც მოხდა კიდეც.



როდესაც ბელადის ყოფილმა თანამოძმეებმა კრემლში ძალაუფლება გადაინაწილეს და ჯერაც ცოცხალ ბელადთან აგარაკზე მივიდნენ, გაკეთდა ბოლო ნემსი, რომელსაც მყისიერი სიკვდილი მოჰყვა.


 

(მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ)

 

(გაგრძელება იქნება)


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016