მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების ამოყვანებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში მიბრძანდა. ტაძარში დაბრძანებული ხის ლუსკუმა წმინდა ნაწილებით სასულიერო პირებმა გახსენს და იგი რამდენიმე წუთით ღია იყო. მამა გაბრიელი შავი შესამოსელით იყო ჩასვენებული.
კათოლიკოს-პატრიარქმა მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან ილოცა, შემდეგ ამბიონზე ავიდა და ტაძარში შეკრებილთ მცირე ქადაგებით მიმართა.
პატრიარქმა მამა გაბრიელის შემწეობა ისურვა ყველასთვის და აღნიშნა, რომ "მისი ლოცვა კურთხევით ღმერთმა მიმადლოს საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა".
უწმინდესი ხვალ საღმრთო ლიტურგიას სვეტიცხოველში ჩაატარებს. წირვა 10:00 საათზე დაიწყება.
ამასთან, სასულიერო პირები დღეს სვეტიცხოველში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებენ.
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)