გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია გეგუთის N14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებს ხვდება
გეგუთის ციხეში ბესელია იმ პატიმრებს შეხვდება, რომელთაც ლევან კორტავას საქმესთან დაკავშირებით, ინფორმაცია აქვთ. როგორც ბესელიამ განაცხადა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი კორტავას საქმესთან დაკავშირებით მონიტორინგს აოხრციელებს, კითხვის ნიშნები აქვს ოჯახის წევრებსაც და პატიმრებთან ამ საკითხების გარკვევას შეეცდება.
"მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ ეს დანაშაული გახსნა, მაგრამ არის დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, რომელსაც გამოძიება ახორციელებს. ოჯახის წევრებს რაღაც საკითხები აინტერესებს და ამ საკითხებზე ინფორმაციის მიღება პირეველ წყაროდან გვსურს", - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ თუ კორტავას სამეში დამატებით, ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება-პასუხს აგებს.