reportiori.ge - რჩევები, თუ როგორ მოვიშოროთ ცელულიტები სახლის პირობებში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:49
სხვადასხვა
რჩევები, თუ როგორ მოვიშოროთ ცელულიტები სახლის პირობებში
ავტორი:
23 თებერვალი, 2014. 17:42



ცელულიტი - ამის ერთი ხსენებაც ქალების უმეტესობას საშინელ ხასიათზე აყენებს. ცელულიტი არის კანის მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ ქალებისთვისაა დამახასიათებელი. ის ვითარდება 20-25 წლის ასაკში. მუცლის, თეძოების, დუნდულების, მხრების არეში ჩანს ჩავარდნები და სილუეტის ფორმები იცვლება. ასაკის მატებასთან ერთად ეს ცვლილება უფრო შესამჩნევი ხდება.

ცელულიტის მასაჟი სახლის პირობებში

ცელულიტის მასაჟის წინ დაიბანეთ ხელები ცხელიწყლით და ანტი ბაქტერიული საპნით, გაითბეთ ხელები კარგად. არ გამოიყენოთ სპეციალური ზეთები, ისინი ეფექტს ამცირებენ! როგორი ძალით გაიკეთებს საჟს ეს თქვენზეა დამოკიდებული, ოღონ ის ზედაპირული არ უნდა იყოს, უნდა გაკეთდეს ღრმა მასაჟი. თავდაპირველად მსუბუქად დაიზილეთ კანი. იმუშავეთ ორივე ხელით ცერა თითი გაიშვირეთ და დანარჩენი მოკუმეთ და დიაზილეთ ზემოთ და ქვემოთ მოძრაობებით პრობლემური ადგილები. სეანსი მთავრდება ანტიცელულიტური კრემის წასმით მსუბუქი შეზელვის მეთოდით. გთხოვთ გააკეთოთ ყველაფერი ისე როგორც ვიდეო გაკვეთილშია და შედეგიც არ დააყოვნებს, ეს გახლავთ ყველაზე პრაქტიკული და მარტივი მეთოდი ცელულიტის მოსაშორებლად

შეგიძლიათ მოიმზადოთ ანტიცელულიტური კრემი შინაურ პირობებში: 3 ჩაის კოვზ ნებისმიერ ტანის კრემს შეურიეთ 10 მილიგრამი ზეითუნის ზეთი და 3 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი. კარგად აურიეთ და წაისვით ტანზე. ამგვარი კრემის ყოველდღიური გამოყენება გააუმჯობესებს კანის მდგომარეობას.

გაცილებით მეტი ეფექტი აქვს შინაურ პირობებში მომზადებულ ცელულიტის საწინააღმდეგო სკრაბებს. თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სკრაბების გამოყენება დაუშვებელია მათთვის, ვისაც კანის რაიმე სახის დაავადება აწუხებს, მათ შორის, სოკოვანი დაავადებებიც.

სკრაბის მოსამზადებლად გამოგადგებათ ყავის ნალექიც. ყავის ნალექს (დაახლოებით 1 სუფრის კოვზი ერთ ფინჯან ყავაზე) შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ან ნუშის ზეთი. მიღებული მასა წაისვით პრობლემურ მონაკვეთებზე და მასაჟისებური მოძრაობებით გულდასმით შეიზილეთ კანში. პროცედურის შემდეგ კონტრასტული შხაპი მიიღეთ.

ცელულიტის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებენ ზღვის მარილსაც. ამი სუფრის კოვზ კარგად დაჩეჩქვილ (კრისტალებმა კანი რომ არ დააზიანოს) ზღვის მარილს შეურიეთ 3 სუფრის კოვზი ატმის, ზეითუნის ან ნუშის ზეთი. წაისვით სხეულზე, კარგად შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში და შემდეგ კონტრასტული შხაპით ჩამოიბანეთ.

აიღეთ მარილი და ზეითუნის ზეთში ჩაყარეთ, დაელოდეთ, სანამ კარგად არ გაიხსნება. შესაძლოა ამისთვის ბოთლის ანჯღრევაც დაგჭირდეთ. ახლა დაამატეთ ყავა და ისევ კარგად შეანჯღრიეთ. ბოლოს კი დააბლენდერეთ ან დანაყეთ პიტნის ფოთლები და მიღებულ მასას დაამატეთ. კარგად აურიეთ. როდესაც ნახავთ, რომ მასა ერთგვაროვანია და ყველა ინგრედიენტი ზეთში კარგად გაიხსნა დადგით ბოთლი მზის შუქზე, რაც შეიძლება ნათელ ადგილას. ეს ზეთს უფრო თხევადს გახდის და ინგრედიენტებიც მასში უკეთ გაიხსნება. ახლა აიღეთ პირსახოცი და მიღებული მასით კარგად დაასველეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტანის ღრუბელიც. უკეთესი იქნება თუ ამ პროცედურას შხაპის შემდეგ ჩაიტარეთ, როცა კანი სუფთაა და ფორებიც გახსნილია. ქსოვილის დახმარებით სხეულის ცელულიტიან ადგილას 5-10 წუთის განმავლობაში გაიკეთეთ ძლიერი მასაჟი ხელის წრიული მოძრაობით. კანი უნდა გაგიხურდეთ და იგრძნოთ, რომ კანქვეშ ცხიმის გროვას შლით. ეს პროცედურა კვირაში ორჯერ უნდა ჩაიტაროთ

ცელულიტებთან ბრძოლაში კონტრასტული შხაპიდაგეხმარებათ: სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კონტრასტული შხაპი კუნთებისა და სისხლძარღვებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, ეფექტური და ადვილად ხელმისაწვდომი საშუალებაა. სასიამოვნო ვარჯიშია ცელულიტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ეს აიხსნება იმით, რომ წყლის ტემპერატურული ცვლილებები კანზე სასიკეთო ზემოქმედებას ახდენს, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ნივთიერებათა ცვლის პროცესს. გარდა ამისა, კონტრასტული შხაპი შესანიშნავად ხსნის ნერვულ დაძაბულობას და აუმჯობესებს განწყობას. ეფექტის გასაძლიერებლად მისაღწევად კარგია, თუ კონტრასტული შხაპის შემდეგ გამოყენებული იქნება ანტიცელულიტური კრემი.

ზღვის მარილის აბაზანები ცელულიტის საწინააღდეგო  ერთ-ერთი ეფექტური და ძალიან მარტივი საშუალებაა. პროცედურის ჩასატარებლად საკმარისია 300-350 გრ ზღვის მარილი, რომელიც იხსნება 36-37 გრადუსიან წყალში. აბაზანას იღებენ 15 წუთის განმავლობაში, ხოლო ანტიცელულიტური კურსი შეადგენს 14 დღეს. ზღვის მარილი მდიდარია კალციუმით, მაგნიუმით, იოდითა და რკინით. იგი არ აშრობს კანს და დადებით ზემოქმედებას ახდენს ცელულიტით დაავადებული სხეულის სხვადასხვა მონაკვეთზე. პრობლემურ ზონებზე დადებითი ზემოქმედება  სისხლის მიკროცირკულაციის გაუმჯობესებით, არ არის ზღვის მარილის ერთადერთი დადებითი თვისება.ამას გარდა იგი აუმჯობესებს ადამიანის ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი, აჯანსაღებს სულსა და სხეულს. ასე რომ ზღვის მარილის აბაზანის გამოყენებით შესაძლებელია ორმაგი სარგებელის მიღება.

ზოგადი რჩევები ცელულიტის დროს: მიიღეთ რაც შეიძლება მეტი სითხე - წყალი ყველაზე საუკეთესო საშუალებაა კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. რაც არ უნდა პარადოქსალურად ჟღერდეს, რაც უფრო მეტ წყალს იღებთ, მით უფრო მეტი სითხე გამოაქვს ორგანიზმს. ამიტომ შეეცადეთ მიიღოთ დღის განმავლობაში 2 ლიტრი სითხე. სხვათაშორის ზედმეტი სითხე შეშუპებას იწვევს, რაც ცელულიტს კიდევ უფრო თვალსჩინოს ხდის.

ედმეტი წონამართალია წონის დაკლებით ცელულიტისგან მთლიანად ვერ განიკურნებით, მაგრამ ვარჯიშებითა და ჯანმრთელი კვებით თქვენ განთავისუფლდებით ზედმეტი ცხიმებისგან.

შედეგადრაც უფრო ნაკლებია კანქვეშ ცხიმების რაოდენობა, მით უფრო ნაკლებად შესამჩნევია ცელულიტის ორმოები.

სწორი კვებაკვება უნდა იყოს სრულყოფილი და რაციონალური. უნდა მიიღოთ ცილებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი პროდუქტები (ხილი, ცოცხალი ბოსტნეული, თევზი). ერიდეთ ნახევარფაბრიკატებს და უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ პროდუქტებს, ერიდეთ მარგანინს, კომბინირებულ ცხიმებს და მათგან დამზადებულ პროდუქტებს (ორცხობილებს, ჩიპსებს და .). მაქსიმალურად შეზღუდეთ ცხოველური ცხიმები, აგრეთვე ისეთი მცენარეული ზეთები, რომელბიც შეიცავენ მხოლოდ დიდი რაოდენობით გაჯერებული ცხიმებს (ქოქოსის, პალმის, კაკაოს ზეთები). გამორიცხეთ რაციონიდან შემწვარი, შებოლილი და ქონიანი პროდუქტები.

მავნე  ჩვევებიმნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მოწევა ხელს უშლის კანის ქსოვილებზე ჟანგბადის მიწოდებას, აგრეთვე ამცირებს შემაერთებელი ქსოვილების ტონუსს. რაც შეეხება ალკოჰოლს, იგი ახდენს მადის სტიმულირებას და ააქტიურებს ცხიმის სინთეზის პროცესს. თავი აარიდეთ სტრესს, მართალია ძლიერი, მაგრამ მოკლევადიანი ნერვიულობისგან შეიძლება გახდეთ, თუმცა გრძელვადიანი ემოციონალური დაძაბულობა იწვევს უკუშედეგს.

ფიზიკური აქტივობა ცელულიტის დროს - სწრაფი სიარული - იმის ნაცვლად, რომ დინჯად იაროთ, ეცადეთ თქვენი სვლა ენერგიული გახადოთ. ავარჯიშეთ დუნდულების კუნთები ყოველი გადადგმული ძლიერი ნაბიჯით.  

დაჭიმულობა - არა აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით: საწერ მაგიდასთან ოფისში, მდივანზე სახლში, კოსმეტოლოგთან, სარკის წინ თუ მანქანაში. ყველგან ეცადეთ გააკეთოთ იზომეტრიული ვარჯიში: დაჯექით ან დადექით სწორად და დაჭიმეთ სხეული, განსაკუთრებით დუნდულები, დაჰყავით ამ მდგომარეობაში რამოდენიმე წამი და მოეშვით. გაიმეორეთ 5 -10 ჯერ.

დილის ვარჯიში - ეს ვარჯიში დილის ფიზკულტურისთვის გამოდგება, დაწექით იატაკზე მუცლით ქვემოთ. ერთდროულად ასწიეთ მარჯვენა ხელი და მარცხენა ფეხი. შემდეგ პირიქით, მარცხენა ხელი და მარჯვენა ფეხი. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ზურგი ძალიან არ გაიზნიქოს, ხოლო პრესის კუნთები არ მოუშვათ, დაჭიმეთ. გაიმეორეთ 3 ჯერ.

წყალში სირბილი ზაფხულში ეს ვარჯიში სასიამოვნოა, მაგრამ სხვა დროსაც საკმაოდ შესრულებადი და სასარგებლოა. დამწყებთათვის აუზში წყალი გულმკერდამდე უნდა ესხას. შედით წყალში და ირბინეთ. მალე შეამჩნევთ როგორ დაიჭიმება თქვენი დუნდულები. ეს ვარჯიში ასევე ტრამვების შემდეგაა სასარგებლო, რადგან არ ტვირთავს სახსრებს.

ნუ დახარჯავთ დროს და სახსრებს სხადასხვა საშუალებების ყიდვაზე, რომლებიც თითქოსდა სამუდამოდ დაგიხსნიან ცელულიტისგან. სასწაულები არ არსებობს. პრობლემისადმი კომპლექსურმა მიდგომამ კი შეიძლება მასზე გაგამარჯვებინოთ.

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016