reportiori.ge - 600 000-მდე დაბალშემოსავლიანი მოქალაქე დაუბეგრავი მინიმუმის სახით, მაქსიმუმ 360 ლარს უკან მიიღებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 01:18
ეკონომიკა
600 000-მდე დაბალშემოსავლიანი მოქალაქე დაუბეგრავი მინიმუმის სახით, მაქსიმუმ 360 ლარს უკან მიიღებს
ავტორი:
24 თებერვალი, 2014. 15:52



საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, დაუბეგრავი მინიმუმის გაცემის მექანიზმებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურსა და კომერციულ ბანკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

2013 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება შეიტანა, რაც დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისათვის, რომელთა წლიური დარიცხული შემოსავალი 2013 წელს არ აღემატებოდა 6000 ლარს, დაუბეგრავი მინიმუმის სახით, მაქსიმუმ 360 ლარის უკან დაბრუნებას გულისხმობს.

 

ხელისუფლების ეს ინიციატავა დაახლოებით 600 000-მდე დაბალშემოსავლიანი გადამხდელის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

 

დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად მოქალაქე შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებულ შესაბამის ფორმაში, მხოლოდ პირადი ნომრისა და თავისი საბანკო რეკვიზიტის მითითებით, ავსებს ელექტრონულ დეკლარაციას და აქვე იღებს ინფორმაციას მისთვის დასაბრუნებელი  თანხის ოდენობის შესახებ.

 

დეკლარაციის შევსება შესაძლებელია როგორც სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით, ასევე, საბანკო დაწესებულებაში.

 

დღეს გაფორმებული მემორანდუმის შედეგად, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი ბანკების მომსახურებით: სს ბანკირესპუბლიკა“; სსპრივატბანკი“; სსთიბისი ბანკი“; სსსაქართველოს ბანკი“; სსლიბერთი ბანკი“; სსბაზისბანკი“; სსქართუ ბანკი“; სსკორსტანდარტ ბანკი“; სსბანკი კონსტანტა“; სსფინკა ბანკი საქართველო“.

 

 

ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, მოქალაქეს, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაუბრუნდება დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა.

 

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის სატალეფონო ცენტრის მეშვეობით: 2 299 299 ან  შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე შემდეგ მისამართზე: info@rs.ge   www.rs.ge

 

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016