reportiori.ge - დღევანდელ დღეს ჯორჯ ჰარისონი დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:51
კულტურა
დღევანდელ დღეს ჯორჯ ჰარისონი დაიბადა
ავტორი:
25 თებერვალი, 2014. 13:33

ჯგუფ ბითლზის" წამყვანი გიტარისტი, „ოსკარისა" და გრემის" მფლობელი ინგლისელი როკ- გიტარისტი, მომღერალი, კომპოზიტორი, ავტორი და სიტარისტი ჯორჯ ჰარისონი 1943 წლის 25 თებერვალს ლივერპულში დაიბადა. იგი იყო რიგით მეოთხე შვილი ჰაროლდ ჰერგრივზ ჰარისონისა და მისი მეუღლე ლუიზის ოჯახში.


ჯორჯის დედა მუშაობდა მაღაზიის კონსულტანტად, ხოლო მამა - ავტობუსის კონდუქტორად, რომელსაც ჰქონდა გემის სტიუარდად მუშაობის გამოცდილება. ოჯახი რომაულ კათოლიკურ ეკლესიას მიეკუთვნებოდა. ჰარისონი დაიბადა სახლში, სადაც პირველი ექვსი წელი გაატარა, მომცრო ზომის, შედარებით ღარიბულ საცხოვრებელში. 1950 წელს ოჯახს შესთავაზეს საბჭოს კუთვნილი სახლი. ისინი გადავიდნენ „25 Upton Green"-ზე.


ჯორჯი „დავდეილის" სკოლაში სწავლობდა, სადაც რამდენიმე კლასით მაღლა სწავლობდა ჯონ ლენონი. ჯორჯი იხსენებდა, რომ 12-13 წლის ასაკში ერთგვარი „ეპიფანია" ეწვია - მეზობლებთან ერთად მოტორბოლისას ახლოს მდებარე სახლიდან მოესმა ელვის პრესლის „Heartbreak Hotel". მიუხედავად იმისა, რომ მანამდე წარმატებული მოსწავლე იყო, სკოლისადმი ინტერესი ჰარისონმა დაკარგა. 14 წლის ასაკში კლასის უკანა ნაწილში იჯდა და სკოლის წიგნებში გიტარების ხატვას ცდილობდა: გიტარებმა მთლიანად მიმიზიდეს. გავიგე, რომ ერთ ბიჭს 3 გირვანქად გიტარა ჰქონდა. ეს იყო უბრალოდ პატარა აკუსტიკური ნახვრეტი. დედაჩემს გამოვართვი 3 გირვანქა და 10 პენსი, რაც იმ დროს ჩვენთვის დიდ თანხას წარმოადგენდა". ასე შეიძინა ჰარისონმა აკუსტიკური გიტარა.


ლივერპულის უნივერსიტეტში სწავლისას მან ჩამოაყალიბა ჯგუფი, რომელსაც Rebels" ერქვა. მასში შედიოდნენ ჯორჯის ძმა პიტერი და მისი მეგობარი, ართურ კელი. ამ სკოლაში მან გაიცნო პოლ მაკ-კარტნი, რომელიც მასზე ერთი წლით უფროსი იყო. მოგვიანებით პოლი გახდა ჯონ ლენონის ჯგუფის ქუორიმენი მონაწილე. ამ კოლექტივს ჰარისონი 1958 წელს შეუერთდა.


ჰარისონი იქცა ბითლზის წევრად მაშინ, როდესაც იგი ჯერ სკიფლ ჯგუფ ქუორიმენს" წარმოადგენდა. ლენონს ჯორჯის შესახებ მაკ-კარტნი ესაუბრა და უთხრა, რომ მას შეეძლო სიმღერის Raunchy" შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ ლენონი თვლიდა მას ჯგუფისათვის მეტისმეტად ახალგაზრდად, ჰარისონი დროდადრო მოდიოდა მათთან. 15 წლის ასაკისათვის ლენონმა და სხვებმა იგი უკვე მიიღეს ჯგუფის წევრად. ვინაიდან ჯორჯი იყო ყველაზე უმცროსი მათ შორის, კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში ბიჭუნად თვლიდნენ.


ჰარისონმა 16 წლის ასაკში სკოლა დატოვა და მცირე ხნით ადგილობრივ მაღაზიაში ელექტრიკოსის თანაშემწედ მუშაობა დაიწყო. როდესაც ბითლზს" 1960 წელს ჰამბურგში მუშაობა შესთავაზეს, ტონი შერიდენის სესიებში მონაწილეობით ჯორჯის მიერ მიღებულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბითლზის" ჟღერადობის ჩამოყალიბებაში. იგი იყო კოლექტივის ყველაზე მდუმარე, მაგრამ პროფესიონალიზმით აღსავსე წევრი, რამაც მას „პირქუში ბითლის" სახელი შესძინა. მაგრამ პირველი მოგზაურობა ჰამბურგში შეწყდა მას შემდეგ, რაც ჰარისონი დეპორტირებული იქნა არასრულწლოვანი ასაკის გამო.


როდესაც 1961 წლის დეკემბერში, ჯგუფის კლუბში კევერნი" გამოსვლის შემდეგ ბრაიან ეპსტაინი ოთხეულის მენეჯერი გახდა, ნოემბერში მან შეცვალა მათი იმიჯი. თუკი მანამდე ბითლზი" ტყავის ქურთუკიანი ბიჭუნების გუნდი იყო, ამიერიდან მათ უფრო მკაცრი და კლასიკური კოსტუმები ეცვათ. ეპსტაინმა და ბითლზმა" ხელი მოაწერეს პირველ კონტრაქტს ლეიბლ „EMI"-სთან. პირველი სინგლი „Love Me Do", 1962 წლის ოქტომბერში მოხვდა ბრიტანული ჩარტის N17 პოზიციაზე, ხოლო ალბომის „Please Please Me" გამოსვლისას, 1963 წლის დასაწყისში „ბითლზი" უკვე ცნობილი გახდა და იწყებოდა ბითლომანიის პერიოდი.


ჯგუფის დაშლის შემდეგ, ჰარისონმა წარმატებულად გააგრძელა სოლო კარიერა და მოგვიანებით „Traveling Wilburys"-ში შედიოდა. ის ასევე ფილმების მწარმოებელიც იყო, თავისი კომპანიით „Handmade Films", სადაც ისეთ მრავალფეროვან ხალხს იწვევდა, როგორებიცაა მადონა და „Monty Python"-ის წევრებია.


ჰარისონი 2001 წლის 29 ნოემბერს გარდაიცვალა.

 




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016