reportiori.ge - ზურაბ აბაშიძე: სამწუხაროა, რომ მოსკოვში არასწორად გაიგეს ჩვენი კონსტრუქციული მიდგომა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:31
კონფლიქტები
ზურაბ აბაშიძე: სამწუხაროა, რომ მოსკოვში არასწორად გაიგეს ჩვენი კონსტრუქციული მიდგომა
25 თებერვალი, 2014. 13:53

სამწუხაროა, რომ მოსკოვში არასწორად გაიგეს ჩვენი კონსტრუქციული მიდგომა და ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდების აღდგენის ნაცვლად, კვლავ გამყოფი კედლის მშენებლობას განაგრძობენ", - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის  სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსების მიერ  ქარელის რაიონის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების საკითხს.


აბაშიძის განცხადებით, რუს კოლეგასთან გრიგორი კარასინთან შეხვედრის წინ რუსების მიერ მავთულხლართების გავლება ტრადიციად იქცა და მსგავსი ფაქტები  რუსულ-ქართული ურთიერთობების ჩიხიდან გამოსვლის მცდელობას ხელს არ უწყობს.


ჩვენ არ გვქონდა და არც გვაქვს ილუზია, რომ რუსეთთან დაწყებული ორმხრივი დიალოგი მარტივი პროცესი იქნებოდა. ამას ჩვენ ყოველთვის ვუსვამდით ხაზს. არც სოჭის ოლიმპიადაში ჩვენი სპორტსმენების მონაწილეობის გამო გამოვთქვამთ სინანულს, რადგან ამ სწორმა გადაწყვეტილებამ თავის მიზანს მიაღწია და კიდევ ერთხელ დაუდასტურა საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვენი კეთილი ნება. ამგვარად აღიქვამენ ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც დაბეჯითებით გვირჩევენ გავაგრძელოთ რუსეთთან რთული დიალოგი", - განაცხადა ზურაბ აბაშიძე.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016