reportiori.ge - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო „საპატიო ქვეყნის სტუმრის“ სტატუსით წარსდგება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:23
კულტურა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო „საპატიო ქვეყნის სტუმრის“ სტატუსით წარსდგება
25 თებერვალი, 2014. 15:01

27 თებერვალს, 12 საათზე, ბერლინში, საქართველოს საელჩოში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი იურგენ ბოსი ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომელიც გულისხმობს 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობას. ღონისძიებას დაესწრებიან როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მესვეურები, ასევე გერმანიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები და სხვა მოწვეული სტუმრები.


საქართველოს მონაწილეობა საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე არის ქართული კულტურის, ლიტერატურისა და ზოგადად ქვეყნის იმიჯისათვის უმნიშვნელოვანესი პლაცდარმი, რომელიც პირველ რიგში ხელს შეუწყობს ქართველ მწერლებს, გამომცემლებს, მთარგმნელებსა და ზოგადად საქართველოს სახელოვნებო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. გარდა იმისა, რომ საპატიო სტუმარი ქვეყანა გამორჩეულად იქნება წარმოდგენილი უშუალოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს ექნება შესაძლებლობა მთელი წლის განმავლობაში, გერმანიის მასშტაბით, პოპულარიზაცია გაუწიოს ზოგადად ქართულ კულტურას - საქართველოს მიეცემა საშუალება გამართოს გამოფენები, კონცერტები, წარმოდგენები, წარმოაჩინოს მთელი ქართული კულტურის სპექტრი - ფოლკლორიდან დაწყებული კულინარიით დამთავრებული. ამ ფორმატით ქვეყნის წარმოჩენა ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტკურ სივრცეში ინტეგარაციას კულტურის მეშვეობით.  გაიზრდება ქვეყნის ცნობადობა მსოფლიო მასშტაბით, რაც თავის მხრივ გაზრდის ტურისტებისა და ინვესტორების ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ.


2014 წელს იგეგმება ლიტერატურის პროგრამის დაფინანსების მიმართულებით ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა და ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის სპეციალური ცენტრის დაარსება, რომლის მთავარი ამოცანები იქნება ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის უფრო მოქნილი და დეცენტრალიზებული სტრუქტურის შექმნა, რომელიც სპეციალური ბორდის მიერ იქნება მართული.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016