reportiori.ge - ქართულ ჯარს ახალი სამხედრო ფორმა აქვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:54
საზოგადოება
ქართულ ჯარს ახალი სამხედრო ფორმა აქვს
ავტორი:
16 ივლისი, 2013. 11:12

საქართველოს შეაიარაღებულ ძალებს დღეიდან ახალი სამხედრო ფორმა აქვს. როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ძველი ფორმები იყო უხარისხო და სწორედ ამ მიზეზით გადაწყდა მათი შეცვლა"ავღანეთში ყოფნისას თუ აქ წვრთნებისას, მე ვისმენდი ჯარისკაცების შენიშვნებს ფორმასთან დაკავშირებით. ეს შენიშვნები გავუზიარე "დემეტრე 96"-ის ხელმძღვანელობას და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სიტუაცია სასწრაფოდ შეცვლილიყო.  დღეიდან ჩვენს ჯარისკაცებ  ახალი ფორმა ექნებათ. ქსოვილის ხარისხი არის ძალიან მაღალიორმაგად მაღალი, ვიდრე აქამდე იყო. გმირ ჯარს, რომელიც მზადაა სიცოცხლ შესწიროს თავი ქვეყანას, მუშაობის ღირსეული პირობები უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ამ ვითარების ფუნდამენტურად შეცვლა", - განაცხადა ალასანიამშეგახსენებთ „დემეტრე 96“ დიზაინერ თათა ვარდანაშვილის საწარმოა, რომელსაც  ქართული ჯარის შემოსვა ევალება. მინისტრის განმარტებით, ჯარისკაცებს გარკვეული შენიშვნები აქვთ ასევე სამხედრო ფეხსაცმელთან დაკავშირებითაც და ამ შენიშვნებსაც უთუოდ გავითვალისწინებთ. "დღესაც მქონდა "დემეტრე 96"-ში ამაზე საუბარი. ხელმძღვანელობამ ამიხსნა, რომ უახლოეს მომავალში შემოგვთავაზებენ ახალ მოდელს, რომელსაც ქართველი სამხედროების წვრთნების პირობებში გამოცდიან და, თუ იქნება მაღალი სტანდარტის, ამაზეც ვითანამშრომლებთ "დემეტრე 96"-თან. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის ჯარისკაცი, ამიტომაც მათ შევუქმნით ყველა ინფრასტრუქტურულ პირობას, რომ მოვალეობა ღირსეულად შეასრულონ", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016