reportiori.ge - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 01:10
ეკონომიკა
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
25 თებერვალი, 2014. 16:48

ბაქოში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. 


როგორც „რეპორტიორის" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის მე-18 საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა. 


საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მხარეებმა განიხილეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მარაბდა-კარწახის სარკინიგზო გადასასვლელის მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები. მოისმინეს ინფორმაცია აღნიშნული პროცესის შესახებ. ითქვა, რომ პროექტში ჩართული მხარეებისთვის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება პრიორიტეტულ სატრანსპორტო მიმართულებას წარმოადგენს და მხარეები ხელს შეუწყობენ, რომ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო გადასასვლელის მონაკვეთის მშენებლობა დადგენილ ვადებში დასრულდება
შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სატესტო მატარებელი 2014 წლის ბოლოსთვის გაივლის, 2015 წელს კი მისი ექსპლუატაციაში შეყვანა იგეგმება", - აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ვიზიტის გიორგი კვირიკაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრთან ზია მამედოვთან. 


ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობაზე ამჯერად დასაქმებულია 1100 ადამიანი. რკინიგზის ამოქმედების შემდეგ კი პროექტზე დასაქმდება 2500 ადამიანი, საიდანაც დიდი უმრავლესობა ადგილობრივი რესურსით შეივსება. 


ახალ რკინიგზას ექნება პოტენციალი წელიწადში 1 მილიონი მგზავრი გადაიყვანოს და პირველ ეტაპზე 5 მილიონი ტონა ტვირთი გაატაროს. სატვირთო მოცულობა მუდმივად გაიზრდება და მეორე ეტაპისთვის წელიწადში 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება. 


კასპიის ზღვის ფორუმზე, რომელიც სტამბულში 2013 წლის ბოლოს ჩატარდა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აღიარებულ იქნა რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016