reportiori.ge - პაატა ზაქარეიშვილი: რუს ოკუპანტებს „11-კილომეტრიან ზონაში“ ბინაში შესვლაც შეუძლიათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 20:27
კონფლიქტები
პაატა ზაქარეიშვილი: რუს ოკუპანტებს „11-კილომეტრიან ზონაში“ ბინაში შესვლაც შეუძლიათ
25 თებერვალი, 2014. 21:42

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ  "11-კილომეტრიან უსაფრთხოების ზონაში .. საკომენდანტო საათი მოქმედებს".


"კარგად ვიცი, რაც ხდება იქ, მაქვს კონტაქტები აფხაზურ მხარესთან და ზედმიწევნით კარგად ვიცი, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. ანუ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიღრმეში, 11 კილომეტრის ზონაში, აღიარებულია, რომ არსებობს უსაფრთხოების ზონა, რომელიც თვალნათლივ არაფრით ჩანს. შეიძლება ვთქვათ, რომ 11-კილომეტრიან ზონაში მოქმედებს .. საკომენდანტო საათი. ანუ რუს ოკუპანტებს შეუძლიათ გააჩერონ ნებისმერი ადამიანი, გაუჩხრიკონ ჩანთა, შესაძლოა, ბინაში შევიდნენ, სახლში შევიდნენ ამ 11-კილომეტრიან ზონაში. სხვა ხილული ნიშნები არ ჩანს, გარდა იმისა, რომ გზაზე იდგეს რაღაც სამხედრო მანქანა, რომელმაც შესაძლოა, სხვა კერძო მანქანა გააჩეროს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.


საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, 11-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა, რომელიც ვითომდა სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში შეიქმნა, შესაძლოა, დარჩეს ისე, როგორც დღეს არის.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016