reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს, მათ ჰყავდათ გმირი მამები, მეუღლეები და შვილები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:42
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს, მათ ჰყავდათ გმირი მამები, მეუღლეები და შვილები
ავტორი:
07 აგვისტო, 2013. 14:02

„ომი ჩვენი ტრაგედია იყო",- ამის შესახებ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრმა დღეს უწყებაში აგვისტოს ომის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს უმასპინძლა.

მინისტრის შეფასებით, ადამიანები, რომლებმაც საქართველოს ერთიანობას აგვისტოს ომის დროს თავის შესწირეს, ჩვენთვის სამაგალითოები არიან.

აგვისტოს ომიდან 5 წელი გავიდა. ომში შსს-ს 14 თანამშრომელი დაიღუპა, ის ადამიანები გმირები იყვნენ. ჩვენთვის ვაჟკაცობისა და სამშობლოს სიყვარულის მაგალითის მიმცემი. ჩემი სურვილი იყო მათ შვილებს შევხვედროდი და გარკვეული თანაგრძნობა გამომეხატა. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ვუთხრა, რომ მათ ჰყავდათ გმირი მამები, მეუღლეები და შვილები", _ აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შს მინისტრმა ომში დაღუპული პოლიციელების შვილებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, მათ შორის ველოსიპედები, აიპადები, აიფონები და სხვა ნივთები.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016