reportiori.ge - კოჟორიძევ, ანოსი ხარ თუ ვანოსი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:48
საზოგადოება
კოჟორიძევ, ანოსი ხარ თუ ვანოსი?
27 თებერვალი, 2014. 21:15

მოგეხსენებათ, არასამთავრობო ორგანიზაცია „საია"  ქვეყანაში მიმდინარე ყველა აქტუალურ მოვლენასთან დაკავშირებით ყოველთვის აქტიურობით და ვრცელი კომენტარებით გამოირჩევა. თუმცა, დღეს, როდესაც ვანო მერაბიშვილს განაჩენი გამოუტანეს და სასჯელმა სულ რაღაც 4 წელი და 6 თვე შეადგინა მაშინ, როცა „ნემსის ქურდს" 12 წელს უსჯიან, „საისს" კრიტიკული მოსაზრებების და კომენტარის გაკეთება რატომღაც არ გახსენებია.


მართალია, „საიამ" 26 მაისი თავის დროზე წლის მთავარ უფლებადამრღვევ ფაქტად შეაფასა, მაგრამ ამ სცენარის გენერლის, ვანო მერაბიშვილისთვის 4,6 თვის მისჯის გაკრიტიკებისგან დღეს თავი შეიკავა.  არადა, ინტერნეტში თვალს თუ გადავავლებთ „საიას" აქტივობებს, აღმოვაჩენთ, რომ ისინი ბოლო პერიოდში ზედმეტადაც კი აქტიურობენ. თვალსაჩინოებისთვის და განწყობისთვის „საიას" მასალების რამდენიმე სათაურს წარმოგიდგენთ:  „საია": გავრცელებულ კადრებში ვანო მერაბიშვილის ბრალეულობა არ იკვეთება", „საია" მერაბიშვილის განცხადებაზე, საკნიდან გაყვანასთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებას ითხოვს", "საია" საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებს", „საია" მიიჩნევს, რომ ნაცმოძრაობის" წევრების დაკავება კითხვის ნიშნებს ბადებს" და.ა.შ...  ვის წისქვილზე ასხამს კოჟორიძის შპს-დ ქცეული „საიას" აჟიოტაჟი და აქტიურობა წყალს? და რატომ დუმს ის ახლა?! პასუხი მარტივია - ან გულის სიღრმეში კმაყოფილნი არიან ამ განაჩენით, ან სამართლებრივად მიაჩნიათ მოსამრთლის გადაწყვეტილება. არადა, მე და თქვენ ხომ ვიცით, რომ ამათგან არცერთი  არ ასახავს  ობიექტურობასა და რეალობას?!


ძალიან თავს კი დებენ ობიექტურობაზე ეს ახალგაზრდები,  მაგრამ  სააკაშვილის რეჟიმის ცხრა წლის მანძილზე მათი მხრიდან მსგავსი მოთხოვნები, აქტიურობა და აჟიოტში არავის ახსოვს... დღეს კი ოღონდ სალაპრაკო მიეცი და თითიდან გამოწოვილ თემებზე ატეხენ ხოლმე ჭიქაში ქარიშხალს. აქაოდა, საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა და მაშინვე ვრცელ ნოტაციას გამოაცხობენ ხოლმე.


ისე, თუ დააკვირდებით - შეამჩნევთ, რომ დიდიხანია საია დემოკრატიის სახელით ხშირად უტევს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებს, ახალ ხელისუფლებას,  ხშირად აფრთხიელბს შსს-ს და უფრო ხშირად სხვადასხვა სახის მოთხოვნებსაც აყენებს. მართალია,  ხმამაღლა გაიძახიან - ჩვენ მხარე არა ვართ, ჩვენ სიმართლეს ვემსახურებითო, მაგრამ ჰა, ბატონო, დააკვირდით და თავადვე ნახავთ,  საითკენ იხრება მათი სასწორის პინა.

P.S კაცი არ დარჩენილა დღეს, ვანო მერაბიშვილის განაჩენი არ შეეფასებინა. ქვეყნის ყველაზე „კვალიფიცური და ობიექტური" არასამთავრობო ორგანიზაცია კი, მათივე დასკვნას თუ მოვიშველიეთ, 26 მაისის წლის ყველაზე (და არა მარტო წლის - ავტ.) მთავარი უფლებადამრღვევი ნაციონალისთვის 4, 6 თვის მისჯას საეჭვოდ არ ეხმაურება. „საიას" საეჭვო დუმილიდან გამომდინარე თუ ლირიულად დავსვამთ შეკითხვას, ის ასე გაჟღერდება ძვირფასო მკითხველო: კოჟორიძევ ანოსი ხარ თუ ვანოსი?

ეს კი მათ, ვისაც 26 მაისის კადრები და სიმძიმე დაავიწყდა...

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016