reportiori.ge - რუსული საზოგადოება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:35
საზოგადოება
რუსული საზოგადოება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს
ავტორი:
07 აგვისტო, 2013. 16:09

„ რუსული საზოგადოება სამხრეთ ოსეთისა  და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს"- ამ სათაურით წერს რუსული სააგენტო „news mail "-ი სტატიას, სადაც  ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსული ხალხის დამოკიდებულება  სტატისტიკურად არის მოცემული.  

„რუსული საზოგადოების უმეტესი ნაწილი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდბებელი უნდა იყოს. აცხადებს სოციოლოგიური გამოკითხვის სააგენტო  „ლევადა-ცენტრი." საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტერიტორიების სუვერენიტეტის აღიარებამ რუსეთს არც სარგებელი მოუტანა და არც ზარალი.  ამავე დროს, საზოგადოება საქართველოს მიმართ კარგად არის განწყობილი."-ნათქვამია სტატიაში.  

სტატიის მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის 9%, მიიჩნევს რომ აღნიშნული ტერიტორიული ერთეულები საქართველოს შემადგენლობაში უნდა იყოს, 18%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა, ხოლო გამოკითხულთა 43% სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელობას  აღიარებს.   

„ შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რვა აგვისტოს საქართველომ სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული ძალები შეიყვანა,  აღნიშნული ტერიტორიის დასაცავად  რუსეთის სამხედრო ძალები ჩაერთვნენ.  ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.   საპასუხოდ კი  ქართულმა მხარემ რუსეთთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა, ხოლო სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა."- იუწყება  სააგენტო. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016