reportiori.ge - ახმეტელის თეატრში სპექტაკლ „ტრუსების“ პრემიერა შედგება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:46
კულტურა
ახმეტელის თეატრში სპექტაკლ „ტრუსების“ პრემიერა შედგება
ავტორი:
28 თებერვალი, 2014. 14:52



დღეს სანდრო ახმეტელის თეატრში პრემიერაა. ევროპაში ცნობილი და სკანდალური ახალგაზრდა დრამატურგის - პაველ პრიაჟკოს პიესა - ტრუსები ახმეტელის თეატრის სცენაზე წარმატებულმა ესტონელმა რეჟისორმა კალევ კუდუმ ქართველ მსახიობებთან ერთად დადგა.

 

მთავარ როლს ქართველ მერლინ მონროდ წოდებული მსახიობი სოფია სებისკვერაძე ასრულებს, თამამი სცენების გამო კი თეატრის დირექცია არასრულწოვან მაყურებელს დარბაზში არ დაუშვებს.

 

აღსანიშნავია, რომ პაველ პრიაჟკოს პიესა ქართულ სცენაზე პირველად დაიდგა. რეჟისორს  ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში 50-მდე სპექტაკლი აქვს დადგმული, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ თეატრალურ ფესტივალზე და არის არაერთი ჯილდოს მფლობელი, ხელოვნების მკვლევარი.

 

სპექტაკლში მონაწილეობენ სოფია სებისკვერაძის გარდა, მსახიობები - ალეკო ალავიძე,მამუკა მაზავრიშვილი, თამარ ბეჟუაშვილი, მზია ტალიაშვილი, გიორგი მიგრიაული, გიორგი ჭუმბურიძე, გვანცა კანდელაკი, თამთა პატაშური მონაწილეობენ.

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016