reportiori.ge - „ქართული ხმები“ მოღვაწეობიდან 15 წლის საიუბილეო კონცერტს და CD ალბომის პრეზენტაციას გამართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:30
კულტურა
„ქართული ხმები“ მოღვაწეობიდან 15 წლის საიუბილეო კონცერტს და CD ალბომის პრეზენტაციას გამართავს
01 მარტი, 2014. 11:06

"ქართული ხმები" სასცენო მოღვაწეობიდან 15 წლის საიუბილეო კონცერტს და CD ალბომის პრეზენტაციას გამართავს. ანსამბლ "ქართული ხმების" ახალ თაობას სასცენო მოღვაწეობის 15 წელი 2013 წელს შეუსრულდა. ანსამბლმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ახალი ალბომი გამოსცა, რომლის საჯარო პრეზენტაცია კონცერტის სახით დღეს, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. პროექტზე ანსამბლის წევრები "ბრავო რექორდსში" ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.


გრანდიოზული სოლო კონცერტისათვის "ბრავო რექორდსში" მიმდინარეობს ანსამბლის რეპეტიციები და კონცერტის წინამოსამზადებელი სამუშაოები. კონცერტზე შესრულდება 15 მუსიკალური ნომერი ახალი ალბომიდან სიმფონიური ორკესტრისა და "ბრავო ბენდის" თანხლებით."ქართული ხმების" გარდა მონაწილეობას მიიღებენ: ნიაზ დიასამიძე, რომა რცხილაძე, სალომე ბაკურაძე და ზვიად ბოლქვაძე. კონცერტის რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე.


ვინაიდან ახალი ალბომი საიუბილეო თარიღს ეძღვნება მასში შედის ყველა იმ ჟანრის ნაწარმოები, რომელშიც უმუშავიათ ჯგუფის წევრებს მთელი ამ ხნის განმავლობაში. მუსიკალური ნაწარმოებები ორ დისკზეა გადანაწილებული. პირველ დისკზე თავმოყრილია ქართული ხალხური სიმღერების, ხოლო მეორეზე სრულიად ახალი სასიმღერო კომპოზიციების და ასევე საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული ჰიტების აბსოლუტურად ექსპერიმენტული, განსხვავებული ვოკლაური და ინსტრუმენტული არანჟირებით შექმნილი ვერსიები. ამ ალბომის სახით "ქართული ხმების" თაყვანისმცემლებს ნამდვილი მუსიკალური სიურპრიზი ელით.


"ქართული ხმები" უამრავი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მონაწილე და გრანპრის მფლობელია, ასევე არაერთი საქველმოქმედო კონცერტის ინიციატორი და მონაწილე. ანსამბლის წევრები დაჯილდოებულნი არიან ღირსების ორდენებით. 15 წლის განმავლობაში ანსამბლს, საინტერესო თანამშრომლობა ჰქონდა მსოფლიო დონის ისეთ მუსიკოსებთან როგორებიც არიან: Bobby McFerrin, ქეთი მელუა, TAKE 6 და ა.შ. 2006 წელს ანსამბლის ბაზაზე შეიქმნა საბავშვო სტუდია, სადაც ასეულობით მოზარდი ეზიარა ქართულ ხალხურ სიმღერას. გამოცემული აქვთ ოთხი CD და ორი DVD ალბომი, რომლებიც დღემდე ერთ-ერთ გაყიდვად ალბომებად ითვლება.


1 მარტიდან ანსამბლ "ქართული ხმების" ახალი CD ალბომის შეძენა შესაძლებელი იქნება "ბრავო რექორდსის" სადისტრიბუციო ქსელის მაღაზიებში.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016