reportiori.ge - ჰოლივუდში ოსკარის 86-ე დაჯილდოება გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:28
კულტურა
ჰოლივუდში ოსკარის 86-ე დაჯილდოება გაიმართა
ავტორი:
03 მარტი, 2014. 13:20



ჰოლივუდში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების რიგით 86- დაჯილდოება გაიმართა. ოსკარის დაჯილდოებაზე მონაწილეობა 2013 წლის საუკეთესო ფილმებმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ როგორც წესი, ოსკარების დაჯილდოების ცერემონიები ყველაზე ხშირად თებერვალში იმართებოდა, მაგრამ მიმდინარე წელს ამ თვეში სოჭის ოლიმპიური თამაშები გაიმართა  და სწორედ ამიტომ, ოსკარის 86- დაჯილდოვება მარტში გადმოიტანეს.

 

86- ცერემონიის მასპინძელი ელენ დეჯენერესი იყო, რომელსაც გრანდიოზული ცერემონიის წამყვანის პატივი მეორეჯერ ხვდა წილად. პირველად დეჯენერესი 79- დაჯილდოების ცერემონიის წამყვანი გახლდათ, 2007 წელს.

 

ყველაზე მეტი ნომინაცია ფილმებმა: ამერიკული აფიორა“ და გრავიტაცია მიიღესშეგახსენებთ, ნომინანტების ვინაობა 2014 წლის 16 იანვარს გახდა ცნობილი.

 

გთავაზობთ გამარჯვებული ფილმებისდა მსახიობების სიას, ვისაც ოსკარის მიღება ხვდა წილად.

 

წლის საუკეთესო ფილი 12 Years a Slave გახდა. მამაკაცის საუკეთესო როლისათვის ოსკარი მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰმა ფილმისთვის Dallas Buyers Club მიიღო. რაც შეეხება მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისათვის მიღებულ პრიზს, ის ჯარედ ლეტოს ფილმში Dallas Buyers Club შესრულებული როლისთვის ხვდა წილად.

 

ქალის მთავარი როლის შესრულებისათვის ოსკარი ქეით ბლანშეტმა („Blue Jasmine“) მიიღო.  მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისათვის ოსკარი კი - ლუპიტა ნიონგომ („12 Years a Slave“) მიიღო.

 

საუკეთესო რეჟისურისთვის, მუსიკალური გაფორმებისთვის, ვიზუალური ეფექტებისთვის, ოპერატორის ნამუშევარისთვის, მონტაჟისთვის, ხმის მონტაჟისთვის, საუნდ მიქსინგისთვის ოსკარი ფილმმა Gravity“-მ მიიღო, რომლის რეჟისორიც ალფონსო ქუარონია.

 

ადაპტირებული სცენარისთვის ოსკარი ჯონ რიდლიმ ფილმისთვის 12 Years A Slave მიიღო, ხოლო საუკეთესო სცენარისთვის სპაიკ ჯოუნზმა ფილმისთვის Her“.

 

საუკეთესო ანიმაციურ ფილმად Frozen დასახელდა, ხოლო დოკუმენტურ ფილმად - 20 Feet From Stardom“. რაც შეეხება საუკეთესო სიმღერას - ოსკარი Let it Go“-მ აიღო ფილმიდან Frozen (ავტორები: კრისტენ ანდერსონ-ლოპესი და რობერტ ლოპესი). კოსტიუმების საუკეთესო დიზაინისთვის ოსკარი ფილმმა Great Gatsby აიღო.

 

ოსკარის დაჯილდოება კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ყოველ წელს მაყურებელი სულმოუთქმელად ელოდება ვარსკვლავების გამოჩენას წითელ ხალიჩაზე. დიდი ხმაური და განხილვა მოჰყვება ხოლმე მათ ჩაცმულობას. ყველას აინტერესებს, თუ რომელ დიზაინერს და როგორ სამოსს ანიჭებს უპირატესობას ესა თუ ის მსახიობი. თავის მხრივ, სტილისტები ამ დღისთვის ენერგიასა და შრომას არ იშურებენ.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016