საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შენდობა ითხოვა. ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა გუშინ საღამოს სამებაში ბრძანა, სადაც შენდობის ლოცვები შესრულდა. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, დღეს ყველამ უნდა ჩაიხედოს საკუთარ გულში და უფლას შენდობა სთხოვოს. „მეც ვიხედები ჩემს გულში და ვხედავ მხოლოდ ცოდვებს. რაც მე ჩემი თავი მახსოვს, მახსოვს ჩემი ცოდვები. შევთხოვ უფალს და შეგთხოვთ თქვენ, მეუფენო, მამანო, ძმანნო და დანნო, შემინდეთ მე შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი თუ უნებლიეთნი“, - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა ასევე ადამიანის რაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც მიტევება შეუძლია. „ვინ არის ადამიანი?! რას წარმოვადგენთ ჩვენ?! უპირველეს ყოვლისა ადამიანი შექმნილია ხატად ღვთისა და მსგავსად ღვთისა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მიტევება, მაგრამ ხდება ის, რაც ძნელი ასატანია. შენ მიუტევებ, ის არ მოგიტევებს. შენ სიკეთეს უკეთებ, ის ბოროტებას. რა ეშველება ამ შემთხვევას?! ადამიანი ასევე შენდობას ღვთის წინაშე ითხოვს ქედმოხრილი და მუხლმოდრეკილი. ძალიან რთულია ადამიანი. შიძლება ითქვას, აუხსნელია ადამიანის სულიერი და ფიზიკური ბუნება. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანი მაინც რჩება ხატად ღვთისა, როგორც ძვირფასი ბრილიანტი“, - ბრძანა ილია მეორემ.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)