reportiori.ge - ცნობილი ინგლისელი კომპოზიტორი და მომღერალი კრის რი 63 წლის გახდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:43
კულტურა
ცნობილი ინგლისელი კომპოზიტორი და მომღერალი კრის რი 63 წლის გახდა
ავტორი:
04 მარტი, 2014. 12:42


ინგლისელი გიტარისტი მიდლსბროდან (ინგლისი), კომპოზიტორი, მომღერალი და გიტარისტი კრისტოფერ ანტონ რი, რომელიც უფრო მეტად ცნობილია, როგორც კრის რი 1951 წლის 4 მარტს დაიბადა. წარმატების მწვერვალები 80-იანი წლების ბოლოს, 90-იანის დასაწყისში მოიპოვა სტუდიური ალბომებით The Road to Hell" (1989) და Auberge" (1991).


მძიმე ავადმყოფობის შემდეგ შეწყვიტა თანამშრომლობასრეკორდ-კომპანიასთან და ბლუზის ჩაწერა დაიწყო. შედეგად მის დისკოგრაფიას შეემატა ალბომები, რომელთაგანაც რამდენიმე კომერციულად წარმატებულიც კი გახდა - Dancing Down the Stony Road" (2002) და Blue Guitars" (2005).


1978 წელს გამოვიდა კრის რის სადებიუტო ალბომი Whatever Happened to Benny Santini?", რომლის პირველი სინგლი Fool (if You Think It's Over)" Billboard Hot 100"-ის ჩარტებში მე-12-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. სინგლი ნომინირებული იყო გრემიზე „წლის სიმღერად".


მომღერალი დაქორწინებულია და მას ორი ქალიშვილი - ჟოზეფინა  (1983 წლის 16 სექტემბერი) და ჯულია კრისტინა (1989 წლის 18 მარტი) ჰყავს.


კრის რის აქვს სახასიათო ვოკალი და გიტარაზე დაკვრის მანერა. დღეისათვის გაყიდულია მუსიკოსის ალბომების 30 მილიონამდე ასლი.




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016