reportiori.ge - „დიდი სიცილი და შექცევა ქართველთა დიდთა და მცირეთა“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 08:57
პრეს-დაიჯესტი
„დიდი სიცილი და შექცევა ქართველთა დიდთა და მცირეთა“
ავტორი:
05 მარტი, 2014. 20:15


იმ დღეს ტელეეკრანზე ერთი ჭკვიანურად სახედაწყობილი ბატონი სულ წვრილად გვიამბობდა, თუ რა მძიმე შეცდომა დაუშვა მეფე ერეკლემ გეორგიევსკის ტრაქტატის დადებით, რა სივერაგე და უბედურება სწია რუსეთმა საქართველოს, გადაიყვანა განვითარების სწორი გზიდან და ბნელეთში დანთქა.


ეს აზრი ერთობ ფეხმოდგმულია და რაც უფრო ხშირად გამოდიან ჭკვიანურად სახედაწყობილი ბატონები ტელევიზიით, უფრო მეტად იდგამს ფეხს. ამიტომ კიდევ ერთხელ, ათასმეერთედ გავიმეორებ საქმეში ჩახედული ხალხის ნათქვამს: მაშინდელი არჩევანი მართლაც მძიმე, მაგრამ სწორი იყო, ნაკლებ ბოროტებას წარმოადგენდა რუსეთ-სპარსეთის პერსპექტივის პირობებში.

იმპერიის ისეთი მოძულე პატრიოტიც კი, როგორიც სოლომონ დოდაშვილი იყო, საქართველოს რუსეთთან შეერთებას უდავოდ პროგრესულ მოვლენად მიიჩნევდა „მტკიცე მარჯვენა მეფისა (იგულისხმება რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I - ა. ა.) ჰზრუნავს უშიშროებისთვის ჩვენისა, ყოველივე დაბრკოლებას აღხოცავს".


ასევე ბრძანებდა დიდი ილია ცოტა მოგვიანებით.


მხოლოდ დღევანდელი გადასახედიდან მზირალ მამულიშვილებს არა და არ სურთ დაინახონ, რომ მე-18 საუკუნის ბოლოს საქართველო მიწაზე გართხმული, სულთმობრძავი ავაზა იყო, რომელსაც ფეხზე წამოდგომის კი არა, თვალის გახელის ილაჯი აღარ ჰქონდა.

ერთი დამახასიათებელი მაგალითი.


პლატონ იოსელიანი („ცხოვრება გიორგი მეცამეტისა") გვიამბობს: „დროთა ამას ლეკთა აქვნდათ შეკრული ზედაძნისა მთა ტყიანი. მეფემან (გიორგი XII-ემ - ა.ა.) მოუწოდა ყიზიყელნი, რათა მიუხდნენ მუნ მთისა წვერსა და მოუშალონ მათ ბინა-სადგური. 300 კაცი და ქიზიყისა მოურავი ზაქარია ენდრონიკაშვილი წავიდნენ და იხილეს სიმაგრე მათი ციხესა და გალვანი კოშკიანსა ზედაძნისა ადრე გაუქმებულსა უდაბნოსა. სცნეს ესე ლეკთა 600 კაცთა მუნ მარადის დაბუდებულთა და გადმოუდგნენ ციხისა და გალავანისა კერძოთაგან. ქიზიყელთა ვაჟკაცთა ვერ გაბედეს მისვლა იერიშითა... სირცხვილეულნი უკუ-იქცნენ და წარვიდნენ თავის-თავისად. მაშინ შეწუხებულმა მეფემან ამოიოხრა და უბრძანა ზაალ გურამიშვილსა და მაყაშვილსა ოხვრითა: „მეუბნებიან, ნუ მოიშველებ რუსთაო".


არადა, ეს სიმაგრე, მთელი საუკუნე - 1710 წლიდან (ვახტანგ მეფის დროიდან) - 1817 წლამდე, სანამ რუსებმა არ ნახეს ძალა ლენკებს, კრაზანების ბუდეს წარმოადგენდა: აქედან გამოდიოდნენ ლეკები დაღესტნიდან, იტაცებდნენ ტყვეებს, გაითარეშებდნენ ქართლს და ახალციხეში გადადიოდნენ. უკანაც ამ გზით ბრუნდებოდნენ უშიშრად.


ქართლ-კახეთის მეფემ ვერ შეძლო თბილისის ყურში დაბუდებული ყაჩაღების გამოდევნა (როგორც მანამდე მამამისმა ერეკლე II-მ) და თანამგზავრთ შესტირა, „მეუბნებიან, ნუ მოიშველებ რუსთაო", ანუ ხომ ხედავთ, ურუსებოდ ჩვენი საშველი არ არისო.


მაგრამ მხოლოდ გარეშე მტერი როდი იყო მიზეზი ქვეყნის უძალობისა, მას შინაურმა აშლილობამ და ერთმანეთის ქიშპმაც არანაკლებად გამოაცალა ღონე.


სიკვდილამდე 4 დღით ადრე სულთმობრძავმა ერეკლე II-მ დედოფალ დარეჯანის შეჩენით ხელი მოაწერა უგვანო ოსეფა ყორღანაშვილის მიერ შედგენილ ანდერძს, რომლის ძალითაც ჯერ უნდა ემეფა ერეკლეს პირმშო ძეს გიორგის, შემდეგ მის ძმას იულონს, შემდეგ - მირიანს, ვახტანგის, ალექსანდრეს, ფარნაოზს... შემდეგ მეფობის უფლება გადავიდოდა მეფე გიორგის შვილზე დავითზე, შემდეგ - იოანეზე, ბაგრატზე, თეიმურაზზე, მიხეილზე და სხვ. შემდეგ კი ისევ იულონის და მისი ძმების შვილთა ჯერი მოვიდოდა...


ამ ყოვლად რეგვნულმა ანდერძმა შფოთი გაამძაფრა ძმათა შორის („მამაჩემის ანდერძით ხომ უნდა ვიმეფო ოდესმე. მე ჩემი წილი ახლა მინდა ვიმეფო". დარეჯანი და მისი შვილები ჩუმჩუმათობდნენ, სიტყვითა და საქმით ტეხდნენ შფოთსა და ამბობხს, ეურჩებოდნენ, გვირგვინოსან გერსა და ძმას.


შეჭირვებული გიორგი XII, რუსის ჯარის მოსვლამდე ქვეყნის დასამშვიდებლად რამე რომ ეღონა, იძულებული გახდა 3000 ლეკი დაექირავებინა და თბილისის მცველებად ჩაეყენებინა ავლაბარში და მეტეხის ხიდთან. ამ ლეკთა ბელადმა მურადმა, ვერ მოითმინა და გიორგის აცნობა, თქვენი ძმები ცდილობენ, თქვენს საღალატოდ მომისყიდონ მეცა და ჯარიცო.


გარდაიცვალა მეფე და ძმებმა სულ გაიგიჟეს თავები, იულონმა ძალით სცადა მეფედ კურთხევა, მერე ომარ ხანს და ლეკებს ეაჯებოდა, მომეშველეთო. სხვა უფლისწულებიც არანაკლებ უღირსად იქცეოდნენ. ერთი სიტყვით, ისედაც არეული ქვეყანა, სულ აირია.


აი, ასეთი ვითარება იყო მაშინ და რა გასაკვირია, რომ გიორგი XII-ც მიწას მიაბარეს თუ არა რუსთ ხელმწიფემ მიაფურთხა გეორგიევსკის ტრაქტატს, სადაც, სხვათა შორის, სამეფოს გაუქმებაზე არაფერი იყო ნათქვამი, და უბრალოდ მიიერთა ქართლ-კახეთი გუბერნიად.


ერთი სიტყვით, მტაცებელმა ისარგებლა შექმნილი ვითარებით და მიიტაცა.


ახლა მოდით განვსაჯოთ ამ ტაციაობაში ვნ უფროა ბრალიანი - თავისი გაუმაძღრობით ოდითგან ცნობილი ჩრდილოელი მეზობელი თუ ქვეყნის „ელიტა", სადაც ერეკლეს ქვრივი დარეჯანიც კი იხერხებოდა ხელმწიფობის ნდომით („მე მინდა მეფობა, ვითარცა ეკატერინა იყო დედოფლად რუსეთში").


მოკლედ, რაც უნდა დავფეროთ მე-18 საუკუნე შარავანდედით, ვარაყიდან სიბილწე და ღალატი ჩნდება, თანაცა იქვე ერთი თავზარდამცემი რამეც იკვეთება: „დიდი იყო აღრეულობა დჟროთა ამათ ამბოხისა და შფოთთა და ამასთანავე დიდი სიცილი და შექცევა ქართველთა დიდთა და მცირეთა (?! - ა.ა.).


ამდენი ამბოხის, შფოთის და სახელმწიფოს დაკარგვის შემხედვარეთ რა აცინებდათ და ალაღებდათ ქართველებს - მსხვილფეხა რქოსნებსაც და წვრილფეხობასაც?


იმიტომ, რომ „რუსთა მთავრობა და წესი მათი დაშთა იმედად!


სხვისი მოიმედენი ვიყავით მაშინაც და ვართ დღესაც.


როცა ქვეყანა დალაგებული, საკუთარი მარჯვენისა და ხმლის იმედად იყო, დიდგორს იგებდა, როცა სათავემორღვეული გათითოკაცდებოდა, ზედაზნიდან 600 მოძალადის გამოძევებას ვერ ახერხებდა.


არა, ჭკვიანურად სახედაწყობილო ბატონო, ერეკლეს მძიმე შეცდომა არ მოსვლია, გეორგიევსკის ტრაქტატი ქვეყნის უილაჯობის გამოწვილვითი ანალიზის შედეგი იყო. რაც ქმნა, ნაკლები ბოროტების პრინციპს ეფუძნებოდა. მოგვწონს თუ არა ეს დღე, 21-ე საუკუნეში, ასე იყო, რამდენმა ჭკვიანურად სახედაწყობილმა ბატონმა არ უნდა აადინოს ბოლო ტელეეკრანს გმირულ-ჰეროიკული ხანძრით.


რაც შეეხება იმას, რომ რუსეთმა მიტაცებული საქართველო ააცილა განვითარების გზას და წყვდიადში შთანთქა, უბრალოდ დაუნახაობა, უმადურობა და სიბრიყვეა.


სწორედ რუსეთმა გამოიყვანა საქართველო განათლების ნათელში. ამასთან 2 სამეფოდ და 4 ლამის დამოუკიდებელ სამთავროდ დაყოფილი ქვეყანა ეთნიკურად გამთლიანებულ ერთეულად აქცია, რომლისგანაც შემდეგში საქართველოს სახელმწიფო ამოიზარდა და, რაც მთავარია, მას დაპუბრუნა საუკუნეების წინათ დაკარგულ-ჩამოცილებული მესხეთი, ჯავახეთი, აჭარა...


თვალებზე ლიბრი უნდა გქონდეს გადაკრული, ეს რომ არ დაინახო. კი, გეთანხმებით, ორთავა არწივმა რაც გააკეთა, ისევ თავისთვის, იმპერიისთვის გააკეთა, მაგრამ ბოლოს ხომ, ობიექტურად, ჩვენთვის გაკეთებული გამოვიდა.


მაგრამ ბევრი ჯიუტად ვერ ხედავს დასანახს. პირველ არხზე იმ დღეს ერთ-ერთ „ჭ" პარტიის წარმომადგენელმა უაპელაციო ჭეშმარიტებად გვაცნობა, რუსები განუვითარებელნი არიან, საუკუნეებით ჩამორჩებიან დღევანდელობის დონეს, ჩვენ კი განვითარებული ხალხი ვართ, ამიტომ გვიჭირს მათთან ლაპარაკიო.


მთავარი კი ის არ არის, რომ ამ ცოდნით გაძეძგილმა, რომელიღაც პარტიის ფუნქციონერმა სისულელე, უფრო ზუსტად მავნე სისულელე დაახეთქა, არამედ ის, რომ დარგბაზში მყოფთაგან, (არადა იქ უხვად ისხდნენ ანგარიშგასაწევი გვამნი: პოლიტიკოსები, (არასამთავრობოები, სტუდენტები), არავინ უთხრა, უკადრის კადრულობო, უფრო მორგებულადაც შეიძლებოდა შეძახება, სისულელეს ჩმახავო.


გაუჩუმდნენ და იმანაც დაიჯერა, თავანკარა სიბრძნე ვთქვიო.


რამდენ ასეთ თავანკარა სიბრიყვეს ვისმენთ ყოველდღიურად!..


რომ ვუკვირდები, კაცობრიობა მართლაც ციკლურ-სპირალურად ვითარდება. ადამიანი იცვლება, წინ მიდის განათლებით, კულტურით, ყოფით, მაგრამ შინაგანი ბუნება ძნელად ეცვლება. ორ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ დიდი საფრთხის წინაშე მდგარი ქართველები დიდნიცა და მცირედნიც მაინგც დიდი სიცილითა და შექცევით ხვდებიან ამ საფრთხეს თითქტოს ორი საუკუნე არც ყოფილიყოს.


ამჟამად, როდესაც უკრაინაში, საიდანაც იღებს სათავეს თვით რუსი ხალხი და რუსთა სახელმწიფოც, ყველაფერი წკიპზეა შემდგარი და დღე-დღეზე შეიძლება სლავები ომით შეებან ერთმანეთს, ძნელი სავარაუდო როდია, რომ იქაური გამოძახილი შეიძლება საქართველოს ცუდად გადმოსწვდეს.


ეს ჩვენი „პოლიტიკური ელიტა" კი ერთმანეთს დასაგლეჯად ეტანება, იმის ნაცვლად, რომ ჭკუა თუნდაც ძაღლებისგან ისწავლოს, მგლის გამორჩენაზე ქიშპს რომ წყვეტენ და მხარს უბამენ ერთმანეთს, უფრო დაირივნენ, ლამის დაჭამონ სხვაგვარად მოფიქრალნი („მე ჩემი წილი ახლა მინდა ვიმეფოო!").


არ არის მშვიდობა პარლამენტში, საკრებულოებში, ოჯახებშიც კი ან სხვაგვარად როგორ იქნება; ქმარი გაქანებული ოცნებისტია, ცოლო დაჯერებული ნაციშვილი კი - სულაც თავზეხელაღებული ნათელაშვილისტი... და არის სახლში ყოველდღე, როგორც იტყვიან, ღრენაი და კბენაი.


ჩვენი „პოლიტიკოსები", რომლებიც თავისი განვითარებით თურმე მთელი საუკუნეებით უსწრებენ რუსებს, საქმე საქმეზე რომ მიდგეს (არადა, სრულიად შესაძლებელია, რომ მიდგეს) კიდევ ერთხელ გადაჩეხავენ ქვეყანას უფსკრულში, როგორც გადაჩეხეს 1991, 1992, 2008 წლებში, თანაც ისე გადაჩეხავენ, რომ ქვეყანა შეიძლება ვეღარ ამოვიდეს, ან თუ მაინც ამოვა, მხოლოდ განახევრებული, მხოლოდ დალეწილი, რომლის რეანიმაციასაც ათწლეულები დასჭირდება.


ეს წერილი ერთი ჭკუისასწავლი მაგალითით მინდა დავასრულო ისევ იმ მე-18 საუკუნის მიწურულიდან. 1789 წელს იმერეთში სოლომონ II-ის გამეფებასთან დაკავშირებით ატეხილ შფოთსა და მათხოჯის ომში ერეკლე მეორემ პაატა ჭავჭავაძის სარდლობით 900 ლეკი მიაშველა შვილიშვილს (დავით არჩილის ძეს, ტახტზე სოლომონ II სახელით ასულს). კი მიეშველნენ, მაგრამ ლეკებმა ააოხრეს იმერეთი. ეს დიდად იწყინეს იმერლებმა და როცა კრწანისთან გამარჯვებულმა სპარსელებმა თბილისი აიღეს, ორიათასიანმა იმერთა მაშველმა ჯარმა სამაგიერო გადაუხადა „ქართველებს" - თბილისი გაძარცვა.


აი ასე, ჯერ ამერებმა - იმერებს, მერე კი იმერებმა ამერებს სიგლახე სიგლახით გადაუხადეს და ყელგამოჭრილ ქვეყანას თვითონაც გამოუსვეს დანა.


ისიც გვახსოვს, ალყაშემორტყმული სოხუმიდან სულმნათი ჟიული შარტავა ტელეფონით ამაოდ რომ ეხვეწებოდა „პოლკოვნიკ" ელიავას, მოგვეშველეთო. ის კი რაღაც პოლიტიკურ პირობებს აყენებდა და სოხუმის დაცემას იმანაც ერთი ქვა მიაგდო.


ყველაფერმა ამან (აფხაზეთის ომზე მოგახსენებთ), ერთი ის კი გააკეთა, რომ ომის შემდეგ რაღაც აღარ გამიგია ამაყი სიმღერა „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ".


ოღონდ, ახლა იმით ვიიმედებთ თავს, რომ ჩვენ ბევრად განვითარებული ხალხი ვართ, ვიდრე ჩამორჩენილი რუსები! ჰოდა, ვილხენთ და შევექცევით დიდნიც და მცირენიც, რადგან ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი გვგონია!


სულ ვტრაბახობდით, ქართველი სხვაგან ვერ, მხოლოდ საქართველოში თუ იცხოვრებსო, იმათ ბოზი ქალები ჰყავთ, ჩვენს ქალს კი კანზე სადაც შეხედავ, ის ადგილი გაუწითლდებაო (გრ. რობაქიძე), ისინი ცვედნები და მამათმავლები არიან, ჩვენ კი - აუჰ!..


გვიწია სხვათა კილვამ, დღეს მილიონ ნახევარი ქართველია მოდებული ქვეყნიერების ოთხივ კუთხეს და კიდევ ერთი იმდენი ზურგჩანთაზე ზის: ჩვენი ქალების რიგები დგას თურქეთის საროსკიპოებში, გამოყრიან ამ ფეხებაშვერილ ძუკნებს და მირიადი სხვა აწყდება უცხოთა საზღვრებს. მშობლიურმა პედარასტებმა კიდევ, ჯერ ხომ თავი აიშვეს და სააშკარაოზე გამოფინეს უკანალები, ახლა ყოველი 17 მაისი გულსახეთქი გაგვიხადეს, ბილწი დემონსტრაციებით გვიბილწავენ პროსპექტებსა და მოედნებს.


ისე რომ, ჩემო შალიკო, სხვის თვალში ბეწვის ძებნას, სჯობს საკუთარი თვალიდან დირე ამოიღო, ფხიზლად გადახედო ყველაფერს და დაშოშმინდე - სხვაზე არც არაფრით უკეთესი ხარ და არც არაფრით უარესი.


ერთადერთი იმედი და საშველი დაგვრჩენია, კბილი კბილს დავაჭიროთ, ერთმანეთს ხელი ჩავჭიდოთ და ფხიზლად შევხვდეთ მტერსაც და მოყვარესაც. ოღონდ კარგად გამოვარჩიოთ მჭადიდან ნახშირი - გავერკვეთ ვინ მართლა მტერი ადა ვინ მართლა მოყვარე.


ალეკო ასლანიშვილი

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა"

05. 03. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016