reportiori.ge - ლეონარდო დიკაპრიო კინოაკადემიას მიმართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:42
კულტურა
ლეონარდო დიკაპრიო კინოაკადემიას მიმართავს
ავტორი:
06 მარტი, 2014. 18:00

ოსკარების" დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ ბევრისთვის მტკივნეულ თემად იქცა პრიზის გარეშე დარჩენილი ლეონარდო დიკაპრიო.


მისი ფანები აღშფოთებას სოციალური ქსელების საშუალებით გამოხატავენ და ლეოს სახელით კინოაკადემიის მისამართით სხვადასხვა სახის სტატუსსაც ავრცელებენ. ერთ-ერთ საიტზე ლეონარდო დიკაპრიოს  ფიქციური, მაგრამ საკმაოდ დამაჯერებელ მიმართვა ვრცელდება, რომელიც, როგორც აღნიშნულია, ცერემონიალამდეა დაწრილი.


ძვირფასო კინოაკადემიის წევრებო!

თქვენ მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო მოგმართავთ. დიახ, დიახ, ეს ისევ მე ვარ! თქვენ უკვე იცნობთ ჩემს როლებს და ჩემს ბოლო ნამუშევარსაც გაეცნობოდით... ჯორდან ბელფორტის "უოლ სთრითის მგელი". ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: - გეყოფათ თუ არა თავხედობა, ქანდაკება სხვა მსახიობს გადასცეთ?

 

კი, მე საქმის კურსში ვარ და ვიცი, რომ მეთიუ მაკკონაჰიმ ფილმში -  Dallas Buyers Club  თავი ლამის სხეულის გამოფიტვამდე მიიყვანა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე, ამერიკელების მთავარი ცოდვა - გაუმაძღრობა განვასახიერე... ძვირფასო კინოაკადემიკოსებო, სიტყვა "ამერიკა" თქვენთვის რამეს ნიშნავს?

 

შეიძლება, მე ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს. რიჩარდ ბარტონი "ოსკარებზე" შვიდჯერ იყო ნომინირებული, პიტერ 'ტული - რვაჯერ, ჰიჩკოკი - ხუთჯერ, გლენ ქლოუზი - ექვსჯერ, ტომ კრუზი - სამჯერ (თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში სოლიდარობას გიცხადებთ).

 

თქვენ ჯიუტ ქალს ჰგავხართ! თქვენ უარი უთხარით ჩარლი ჩაპლინს, ორსონ უელესს, მიქელანჯელო ანტონიონს, ჯონ კასავეტისს, დევიდ ლინჩს, რობერტ ოლტმენს, ტერენს მალიკს, სიდნი ლიუმეტს, რიდლი სკოტს და... ღმერთო ჩემო, თავად ჯორჯ ლუკასს! თქვენ ხართ ის ბნელი მხარე, რომელზეც ის თავის საგას იღებდა. სერიოზულად კი, მსგავსი მოსაზრებები კინო-კლასიკაზე მაიძულებს, ერთ დასკვნამდე მივიდე: ოქროს ქანდაკების არმიღება - გენიოსების ხვედრია.

 

და მაინც, ერთ იდეაფიქსს ვყავარ შეპყრობილი: ლოს ანჯელესში, ჩემს სახლში მაქვს ერთი პატარა თარო, რომელსაც ძალიან მოუხდებოდა ეს პატარა ქანდაკება... ჯანდაბა! ეს ხომ აკვიატებაა?! ზუსტად იგივეს განვიცდი ჰიბრიდული მანქანებისა და თანამედროვე ხელოვნების აუქციონების მიმართ, მაგრამ ამაზე მოგვიანებით... ახლა ის მაინტერესებს, თუ რა ეჭვი შეიძლება გამოიწვიოს ჩემმა ნიჭმა?

 

1988 წელს პირველად დავინახე კინოთეატრის ეკრანზე რობერტ დე ნირო. სეანსზე მამაჩემმა მითხრა: - "ხედავ? აი, ეს გასაოცარი კაცი - რობერტ დე ნიროა! დაიმახსოვრე ის! ყველაზე მაგარი მსახიობი..." სულ რაღაც 3 წლის შემდეგ მასთან ერთად ფილმში "ამ ბიჭის ცხოვრება" გადამიღეს. დე ნიროზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემმა თამაშმა, რომ მარტინ სკორსეზეს უთხრა ჩემ შესახებ: "შეიყვანე ლეო შენს სიაში!" თუ გაინტერესებთ, მაშინ მეთიუ მაკკონაჰი იურისტის კარიერაზე ოცნებობდა. ეს ისე, სხვათა შორის...

 

რამდენიმე წლის შემდეგ შედგა პრემიერა სურათისა "კალათბურთელის დღიურები" და თავად ლუ რიდმა ჰკითხა თავის მეგობარს (წიგნის ავტორს, ჯიმ კეროლს), ვცხოვრობდი თუ არა მე მასთან 2 წელი, რადგან ძალიან დამაჯერებლად ვითამაშე მისი როლი. აი, ასე!

 

ამ როლზე, სხვათა შორის, ყველა ოცნებობდა: ითან ჰოუკი, სტივენ დორფი, ერიკ შტოლცი და თავად რივერ ფენიქსი. მაშინ, როდესაც მაკკონაჰი ამ დროს ბობი ბალაბანის ფილმში - "ჩემი ბიჭი აღსდგა", ზომბის როლს ასრულებდა.

 

ნუთუ ამჯერადაც გამიკეთებთ იგნორირებას? რისი გადალახვა მომიწევს ხვალ? მსგავსი დამცირება 17 წლის ასაკში განვიცადე, როდესაც JOHN MARSHALL HIGH-ის სკოლაში გადავედი. თანაკლასელები ლეონარდო დუმბასს- მეძახდნენ (სულელს და ლილიპუტს). მძულს!

 

როდის წავიდა ყველაფერი ცუდად? ყველაფერში კეიტ უინსლეტია დამნაშავე, თავისი სულელური გადაღებების გრაფიკით. მან დაგჩრდილათ თავისი დრამით. თუ ახლა ავიღებ "ოსკარს", ხომ კარგი... თუ ვერა და არც ვინერვიულებ! მე კვლავ შემართებით განვაგრძობ მუშაობას. მე არ ვღელავ... მე არ ვღელავ უკვე 15 წელია...

 

რა საშინელება გამოვცადე, როდესაც მომრგვალებული გუვერი ვითამაშე, კლინტ ისტვუდთან. 24 საათის განმავლობაში მთელ სხეულზე ლატექსის საფენები უნდა მეტარებინა. რამდენი ენერგია წავიდა იმაზე, რომ ამ ფსევდოცხიმს შევგუებოდი? ტანი - ეს კიდევ არაფერი, მაგრამ სახე? ეს იგივეა, რაც თავზე პაკეტჩამოცმულმა ითამაშო. მე მთელი ძალით უნდა დამეძაბა სახეზე კუნთები იმისთვის, რომ მაყურებელს მიმიკა დაენახა. მაშინ, როდესაც მეთიუ მაკკონაჰი კეიტ ჰადსონთან ერთად კომედიაში, სახელწოდებით "სულელთა ოქრო" თამაშობდა.

 

იცით, ძვირფასო კინოაკადემიის წევრებო, მე კარგად ვარ აღზრდილი და ჩემი ხასიათი ფოლადივითაა. ჩემმა ბებიამ ყველა ღონე იხმარა, რომ თავისი 2 წლის შვილი ირმელინი (დედაჩემი) გახურებული ომის დროს დაეცვა. საბედნიეროდ, ორივე გადარჩა და მოგვიანებით ერთი წესი მასწავლეს: - არ შეიძლება ფუჭად ხარჯო შენი ენერგია! ასე რომ, მე ღირსეულად მივიღებ თქვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას და განვაგრძობ მუშაობას დაწყევლილივით...

 

და თუ თქვენ  „ოსკარს" მაკკონაჰს გადასცემთ, მე დიდი ხნით არ მოვიწყენ... სხვათა შორის, როცა მე მოწყენილი ვარ, ვიქტორ დე სიკას ველოსიპედების გამტაცებლებს" ვუყურებ. ეს ფილმი უკვე გადმოვტვირთე და პაუზაზე მიყენია..." - აღნიშნულია მიმართვაში.


წყარო: www.marao.ge

 

 

 

 

 

 

 

 


(მოამზადა დიანა ლიპარტელიანმა)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016