reportiori.ge - დღეს ცნობილი იაპონელი მწერლის -კობო აბეს დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 16:45
კულტურა
დღეს ცნობილი იაპონელი მწერლის -კობო აბეს დაბადების დღეა
ავტორი:
07 მარტი, 2014. 11:51



ცნობილი იაპონელი მწერალი კობო აბე  1924 წლის 7 მარტტოკიოში დაიბადა.  მის სახელთან დაკავშირებულია 50-იანი წლების იაპონური ლიტერატურის აღმავლობა. აბეს შემოქმედების მთავარი თემაა კონფლიქტი ადამიანსა და საზოგადოებას შორის, ადამიანის სულიერი მარტოობის პრობლემა. ამ თემისადმია მიძღვნილი მისი რომანები - კედელი (1951, აკუტაგავას პრემია), მხეცები მიეშურებიან შინ (1957) და ფილოსოფიური ტრაგედია - ქალი ქვიშაში (1963), უცხო სახე (1964), დამწვარი რუკა (1967), რომლებსაც აერთიანებს პრობლემა - ადამიანის გაუცხოება, სიმარტოვე თანამედროვე დასავლეთ სამყაროში, მისი განწირული მისწრაფება უპერსპექტივობის, საერთო გათიშულობის დასაძლევად.

 

აბე აგრეთვე მეცნიერული ფანტასტიკური რომანის (გამყინვარების მეოთხე პერიოდი, 1959), პიესების და მოთხრობების ავტორია. 1960-იან წლებში კობო აბეს რომანების მიხედვით - ქალი ქვიშაში, უცხო სახე, დამწვარი რუკა - გადაღე მხატვრული ფილმები ცნობილი რეჟისორის ჰიროსი ტესიგაჰარას მიერ.

 

კობო აბე ტოკიოში 1993 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016