ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საბურთალოს პანთეონში მის ხსოვნას პატივი მიაგო.
"როცა ვიხსენებთ ჟიული შარტავას და მასთან ერთად იმ თანამებრძოლებს, რომლებმაც თავი გაწირეს ქვეყნისთვის - ყველას ერთადერთი რამ გვაგონდება ის, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა, როგორი მაგალითით უნდა გავზარდოთ ჩვენი შვილები და მთავარი - ვალდებულების განცდა, რომ ის საქმე, რაც ჟიულიმ დაიწყო თავის თანამებრძოლებთან ერთად, ჩვენ ბოლომდე გვაქვს მისაყვანი. ეს საქმე იყო ქართველების და აფხაზების შერიგება. ქვეყნის გაერთიანება იყო და რჩება ჩვენ ეროვნულ ამოცანად, რისთვისაც უნდა დავუახლოვდეთ და ნდობა აღვადგინოთ ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.