reportiori.ge - სოზარ სუბარმა აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:09
საზოგადოება
სოზარ სუბარმა აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო
ავტორი:
08 აგვისტო, 2013. 14:57

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, აგვისტოს ომში დაღუპული ოთხი თანამშრომლის ხსოვნას პატივი მიაგო.

სპეცდანიშნულების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის რიგითები გიორგი აბიათარი, ბესიკ მამიაური, გოჩა ილურიძე და ილია შავერდაშვილი 2008 წლის 8 აგვისტოს, სოფელ ერედვში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოჭრისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელებისას დაიღუპნენ.

სოზარ სუბარმა დაღუპული ჯარისკაცების განახლებული მემორიალი თაიგულით შეამკო და ახლადშექმნილი მემორიალური კუთხე მოინახულა.

დღესვე სპეცდანიშნულების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ომში დაღუპულთა საფლავებზე გავიდნენ და ჯარისკაცებს სამხედრო პატივი მიაგეს.

დაღუპული ჯარისკაცები ყვარლის, ახმეტისა და დედოფლისწყაროს რაიონებში არიან დაკრძალული. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016