„სერვისების განვითარების სააგენტო“ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 8 მარტს დაბადებულ ადამიანთა სტატისტიკას ავრცელებს.
მონაცემების მიხედვით, საქართველოში 8 მარტს დაბადებული 16 975 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 61% (10 374) ქალია, ხოლო 39% (6 601) მამაკაცი.
8 მარტს დაბადებულ ქალებში ყველაზე გავრცელებული სახელებია: ნინო (447), თამარი (369), მარიამი (330), მარინე (232) და მაია (232).
მამკაცების: გიორგი (487), დავითი (285), ლევანი (123), ზურაბი (120) და ლექსანდრე (113).
ამასთანავე, გასული წლის 8 მარტს, სტატისტიკური მონაცემებით ,157 ბავშვი დაიბადა, მათგან 80 გოგონა და 77 ვაჟი. ყველაზე მეტი შობადობა ამ დღეს კი, 1960 წელს, 281 ადამიანი დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით, ამ დღეს დაბადებულ ახალშობილთა რაოდენობით იმერეთი ლიდერობს (2 173), შემდეგ მოდის ქვემო ქართლი (2 041) და კახეთი (1 488) , ხოლო თბილისში 8 მარტს დაბადებული 4 349 მოქალაქეა რეგისტრირებული.