reportiori.ge - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს: მიანიჭეთ თბილისის აეროპორტს ზვიად გამსახურდიას სახელი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:35
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს: მიანიჭეთ თბილისის აეროპორტს ზვიად გამსახურდიას სახელი!
ავტორი:
10 მარტი, 2014. 23:04

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს



ბატონო ირაკლი,

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პირველ პრეზიდენტს - ზვიად გამსახურდიას მრავალი დამსახურება მიუძღვის ჩვენი სახელმწიფოს წინაშე. მან მთელი ცხოვრება შესწირა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ის სათავეში ჩაუდგა ეროვნულ მოძრაობას და სწორედ მისი მეთაურობით, მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად, ქართველმა ხალხმა მოიპოვა თავისუფლება.


იმისათვის, რომ სახელმწიფომ დამსახურებული პატივი მიაგოს ჩვენი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, საზოგადოებაში გაჩნდა იდეა, თბილისის აეროპორტს მიენიჭოს ზვიად გამსახურდიას სახელი. „ნაციონალური მოძრაობის" დროს ამ იდეის განხორციელება ვერ მოხერხდა, რადგან მაშინდელი ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო ზვიად გამსახურდიას ეროვნული ფასეულობები.


მას შემდეგ რაც გასული წლის აგვისტოში თბილისის საკრებულოში უმრავლესობა შეიცვალა, საზოგადოებაში კვლავ გაჩნდა იმედი, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში შესაძლებელი გახდებოდა ამ ინიციატივის განხორციელება, თუმცა საკრებულოს უმრავლესობამ, წინამორბედის მსგავსად, აეროპორტისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.


ეს არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის და იმ ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფა, რასაც ის მთელი ცხოვრება ემსახურებოდა. მით უფრო სამარცხვინოა თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება, როდესაც დედაქალაქში უკვე არსებობს ჯორჯ ბუშის, ჰოლბრუკის, ალიევის და კაჩინსკის ქუჩები, რეიგანის ძეგლი, სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორების გამზირები და პანთეონები.


თქვენ, როგორც მთავრობის და მმართველი პარტიის მეთაურს, შეგწევთ ძალა, განახორციელოთ თბილისის აეროპორტისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების იდეა. მით უფრო რომ წელს სრულდება 75 წელი ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან. გთხოვთ, პირადად დაინტერესედეთ ამ საქმით და გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ძალაუფლება.

წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისთვის,


თამაზ წივწივაძე

რეზო ამაშუკელი

ია ბაგრატიონ - მუხრანელი

ელიზბარ ჯაველიძე

თემურ ქორიძე

დავით სოკოლოვი

ავთანდილ რცხილაძე

ნუგზარ მგალობლიშვილი

მანანა ტაბიძე

გულიკო გიგიბერია

დალი ფიროსმანაშვილი

მანანა გაბაშვილი

ჟანა რეხვიაშვილი

ზაზა ჩიქოვანი

შოთა ზედგენიძე

ლეილა მირიანაშვილი

თამარ ჭავჭავაძე

ელენე აბაშიძე

 

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016