reportiori.ge - გიორგი ქადაგიძე: საქართველოში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები არ არის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 05:47
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: საქართველოში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები არ არის!
11 მარტი, 2014. 12:47



საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება მოსაზრება, რომ საქართველოს საბანკო სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებია. ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში ჟურნალისტებს განუცხადა.

                      

მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით, კომპანია KPMG- ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო, შეედარებინა სხვადასხვა ქვეყნებში სასესხო პროდუქტების არსებული საპროცენტო განაკვეთები. როგორც გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, კვლევამ მოიცვა ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნები.

 

შედეგი არის შემდეგი - საქართველოში სასესხო პროდუქტების აბსულუტური უმეტესობაზე უფრო ნაკლებია საპროცენტო განაკვეთი, ვიდრე - ყაზახეთში, სერბეთში, აზერბაიჯანში და სომხეთში, ხოლო უფრო მეტია, ვიდრე პოლონეთსა და უფრო განვითარებულ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ეს, პრინციპში, სიურპრიზი არ იყო, ვინაიდან არავისთვის არ არის სიურპრიზი, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არის სრული ჩემპიონი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, დასაქმების თვალსაზრისით, არის ლოკომოტივი ქართული ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ამ კვლევის შედეგად წერტილი დაესმევა ისეთი აბსურდული სტერეოტიპების დამკვიდრების მცდელობას, თითქოს საქართველოში არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

 

დღეს სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ხშირ შემთხვევაში არის ისეთი, რამდენიც იყო დეპოზიტებზე სულ რამდენიმე წლის წინ. ამიტომ ეს პროცესი შეუქცევადია, რა თქმა უნდა ეკონომიკის განვითარებასთამ ერთად“, - აღნიშნა მან.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016