reportiori.ge - გიგი უგულავამ მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ შეჩერებული მშენებლობა მოინახულა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:05
საზოგადოება
გიგი უგულავამ მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ შეჩერებული მშენებლობა მოინახულა
ავტორი:
09 აგვისტო, 2013. 14:00

გიგი უგულავამ  მეტროსადგურ „უნივერსიტეტის"  შეჩერებული მშენებლობა დაათვალირა და სამუშაოების გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა. უგულავა ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. სადგურის  მშენებლობა ოცდარვა წლის წინ დაიწყო.

„დღევანდელი სურათი ძალიან კარგი მაგალითია ყველა გადაწყვეტილების მიმღებისთვის. 1993 წლის კონსერვაციის  შემდეგ ოცი წელი გავიდა და ყველაფერი ძველებურად გამოიყურება. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს დაინტერესდნენ ამ საკითხით." - აღნიშნა უგულავამ.  

შეგახსენებთ, რომ  მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობისთვის ტენდერის გამოცხადება უახლოეს მომავალში იგეგმება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას თქმით,  სადგურის მშენებლობისთვის პროექტი უკვე მზად არის. ნარმანია უგულავას განცხადებებს გამოეხმაურა.
"ამას არ სჭირდება გიგი უგულავას ინიციატივა, ეს ინიციატივა არის და პროექტიც მზად არის. ჩვენს მიერ დაქირავებულმა ექსპერტმა ტექნიკური თვალსაზრისით შეისწავლეს მეტროსადგურის მშენებლობის პროექტი და დასკვნა დადებითია. უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი, აზიის განვითარების ბანკიდან შესაბამისი დაფინანსება გამოყოფილია და შესაბამისად, ეს მეტროსადგური აშენდება."- აღნიშნა ნარმანიამ.  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016