reportiori.ge - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მალე საერთაშორისო აკრედიტაციას მიიღებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:18
საზოგადოება
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მალე საერთაშორისო აკრედიტაციას მიიღებს
ავტორი:
09 აგვისტო, 2013. 15:29

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია აქტიურად მუშაობს ISO 17025 - ის მისაღებად. ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ განაცხადი უკვე შეიტანა ამერიკის შეერთებული შტატების აკრედიტაციის ორგანოში ANSI-ში (ამერიკის ნაციონალური სტანდარტების ინსტიტუტი). უახლოეს მომავალში ANSI-ის სპეციალისტები (აუდიტები) საქართველოში ჩამოვლენ და ადგილზე შეამოწმებენ აკმაყოფილებს თუ არა ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ISO 17025-ს აკრედიტაციას მიიღებს როგორც ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის კუთხით, ასევე საკვები პროდუქტების ექსპერტიზის მიმართულებით.

საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის არსებობა, საშუალებას მისცემს ქართული პროდუქცია ექსპორტზე გავიდეს როგორც ევროპის, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ასევე, აქტიურად მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვის საკითხზე, რაც საფუძველი გახდება მომავალი წლის დასაწყისში მოხდეს განაცხადის შეტანა ISO 9001:2008-ის სერტიფიკატის მისაღებად. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016