reportiori.ge - შსს რუსი ალპინისტის საქართველოდან დეპორტირების ფაქტს არ ადასტურებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:18
საზოგადოება
შსს რუსი ალპინისტის საქართველოდან დეპორტირების ფაქტს არ ადასტურებს
ავტორი:
09 აგვისტო, 2013. 11:59

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსი ალპინისტის საქართველოდან დეპორტირებას არ გეგმავს. შსს ინფორმაციით, ალპინისტი თავის მეგობრებს ჩამორჩა, დაიკარგა და დახმარების თხოვნით სამართალდამცავებს თავად მიმართა. სამართალდამცავები ალპინისტს დაეხმარნენ და ის რუსეთში თავად ბრუნდება.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსი ალპინისტები ყაზბეგის რაიონში 8 აგვისტოს იმყოფებოდნენ და კავშირზე 1 დღე არ გამოდიოდნენ, ხოლო 9 აგვისტოს დილიდან ისინი ახლობლებს დაუკავშირდნენ.

რაც შეეხება საქართველოს სამართალდამცავების პოზიციას, ისინი აცხადებენ, რომ არც სასაზღვრო პოლიციას და არც შს სხვა სტრუქტურებს ალპინისტები არ დაუკავებია.

რადგან ალპინისტები სასაზღვრო პოლიციას არ დაუკავებია, ჩვენ მათ დეპორტაციას ვერ მოვახდენდით. ისინი თავად გამოვიდნენ კონტაქტზე ქართველ სამართალდამავებთან. ჩვენ უკვე გადავეცით ალპინისტები რუსულ მხარეს",-აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ამასთან, ერთ-ერთმა ალპინისტმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ამინდის გაუარესების გამო, ხილვადობა თითქმის ნულის ტოლი იყო და მხოლოდ ეს გახდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უნებლიედ გადაკვეთის მიზეზი.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016