კონფლიქტები
ალექსანდრე ჭიკაიძემ ოკუპაციის ხაზზე არსებული ვითარება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელთან განიხილა
ავტორი: ალა გრიგალაშვილი
14 მარტი, 2014. 17:27
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ ტოივო კლაარს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ოკუპაციის ხაზზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების და ღობეების მონტაჟის პროცესის განახლებით გამოწვეულ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება.
მინისტრმა ისაუბრა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელოვნურად აღმართული ბარიერების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს გარემოება აუარესებს როგორც ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს.
12 თებერვალი, 2016. 11:05
19 დეკემბერი, 2015. 13:29
05 ნოემბერი, 2015. 12:49
29 ოქტომბერი, 2015. 12:32
13 ოქტომბერი, 2015. 14:18
26 აგვისტო, 2015. 13:42
13 აგვისტო, 2015. 12:49
04 აპრილი, 2015. 10:36
03 აპრილი, 2015. 20:10
12 მარტი, 2015. 20:18
28 თებერვალი, 2015. 15:39
21 თებერვალი, 2015. 12:07
18 თებერვალი, 2015. 18:30
17 თებერვალი, 2015. 20:02