სპორტი
გორის "დილას" მეტოქე ევროპის ლიგის პლეი ოფში ცნობილია
09 აგვისტო, 2013. 16:18
9 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის ლიგის პლეი ოფის კენჭისყრა გაიმართა. ევროპის ლიგის პლეი ოფში გორის "დილა" ავსტრიულ "რაპიდს" დაუპირისპირდება, ხოლო თბილისის "დინამო" ლონდონის "ტოტენჰემს" შეხვდება. პლეი ოფის შეხვედრები 22 და 29 აგვისტოს ჩატარდება. გორის "დილა" პირველ მატჩს სტუმრად გამართავს. შეგახსენებთ, რომ ქართულმა გუნდმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე სპლიტის "ჰაიდუკი" ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 2:0 (1:0, 1:0) დაამარცხა. თბილისის "დინამო" კი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბუქარესტის "სტიაუასთან" ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 1:3 (0:2,1:1) დამარცხდა და ევროპის ლიგის პლეი ოფში ავტომატურად გადაერთო.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19