reportiori.ge - დავით სერგეენკო სოფელ ატოცში ექიმებთან ერთად ჩავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 21:46
კონფლიქტები
დავით სერგეენკო სოფელ ატოცში ექიმებთან ერთად ჩავა
15 მარტი, 2014. 11:33


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო დღეს სოფელ ატოცში ჩავა და ექიმებთან ერთად, მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევებში პირადად მიიღებს მონაწილეობას.


როგორც  ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მინისტრი მოსახლეობასაც შეხვდება და მათ პრობლემებს გაეცნობა.


ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში, სოფელ ატოცის მოსახლეობას გამოკვლევები ჩაუტარდებათ და მათთვის საჭირო მედიკამენტები უფასოდ დაურიგდებათ.


სამედიცინო პროფილაქტიკურ გასინჯვებს 15 სხვადასხვა პროფილის ექიმი ჩაატარებს. საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უფასო სამედიცინო აქციას სისტემატიური ხასიათი აქვს და მთელ საქართველოს მოიცავს.


საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, 81 ახალ ამბულატორიას სოფელ ატოციც დაემატება, სადაც 82-ე ახალი ამბულატორია აშენდება.


ჯანდაცვის მინისტრი ატოცში, დღეს 12:00 საათზე ჩავა.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016