ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, უცხოეთში კარგია, როცა ადამიანი სწავლობს და ცოდნას იღებს, მაგრამ საცხოვრებლად უცხოეთში წასვლა არის გადაგვარება ერისა და ამიტომ ძალიან საშიშია.
" რაც უნდა გაუჭირდეს, გაჭირვების გამო ადამიანი არ უნდა წავიდეს უცხოეთში. მადლობა უფალს, რომ ჩვენ გვაქვს საშაულება, საქმე გამოვნახოთ აქ, თუნდაც მიწის დამუშავებაზე, თუნდაც სხვადასხვა საწარმოებზე. არ უნდა დავხარბდეთ იმ ხელფასებს და ფულს, რომელსაც იქ აძლევენ. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ უფალს, რომ უფალმა მისცეს ძალა ერს, უფალმა ამყოფოს ერი ჩვენი მშვიდობით", - ბრძანა უწმინდესმა.
მან დალოცა მრევლი და უფალს საქართველოს გამთლიანება სთხოვა.
"ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს ქრათველი ხალხი, ვიყოთ ერთი სამწყსო და უფალი იესო ქრისტე იყოს მწყემსი ჩვენი", - დასძინა პატრიარქმა.