reportiori.ge - ილია მეორე: ეს იყო სიყვარულის ზეიმი, საოცარი გამოვლინება სიყვარულისა ეკლესიასა და მრევლს შორის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 16:50
რელიგია
ილია მეორე: ეს იყო სიყვარულის ზეიმი, საოცარი გამოვლინება სიყვარულისა ეკლესიასა და მრევლს შორის
16 მარტი, 2014. 16:21

ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.


როგორც უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი სტამბოლში, სადაც მსოფლიო პატრიარქმა ყველა მართლმადიდებელი, ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურები, პატრიარქები მიიწვია და იყო მსჯელობა მომავალ კრებაზე, რომელიც შეიძლება შედგეს ორ წელიწადში.


უწმინდესის აზრით, ეს კრება უნდა იყოს მაჩვენებელი მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი ძალისა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დაპირისპირება კი არ მოხდეს ეკლესიებსა და პატრიარქებს შორის, არამედ ერთი სული და ერთი გონება უნდა სუფევდეს.


ამასთან, ქადაგების დროს პატრიარქმა ქართველებთან შეხვედრაც გაიხსენა. "გასულ კვირას მართლმადიდებლობის ზეიმის კვირა ეწოდებოდა და ჩვენ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ერთობრივი წირვა შევასრულეთ. საოცარი იყო, რომ მრევლის ნახევარზე მეტი იყო ქართველი. ერთის მხრივ, მე ძალიან გამიხარდა, რომ ქართველები ვნახე იქ და მეორეს მხრივ მეწყინა, უცხოეთში ამდენი ქართველი გადახვეწილი ძალიან საშიში და ძალიან ცუდია. რომ შევხვდით, ატყდა ტირილი და მსოფლიო პატრიარქები გვიყურებდნენ გაოცებული თუ რა ხდებოდა. ეს იყო სიყვარულის ზეიმი, საოცარი გამოვლინება სიყვარულისა ეკლესიასა და მრევლს შორის და მე მოვუწოდე მათ, რომ მალე დაამთავრონ თავისი საქმიანობა უცხოეთში და დაბრუნდნენ სახლში, სამშობლოში", - აღნიშნა ილია მეორემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016