reportiori.ge - ინდური კომპანია საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:27
ეკონომიკა
ინდური კომპანია საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა
17 მარტი, 2014. 17:15



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილე გიორგი სოლომონია, ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ავთანდილ სუდაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები სამშენებლო კომპანიის Shapoorji Pallonji and Company Limited წარმომადგენლებს შეხვდნენ. მრავალპროფილიანმა მსხვილმა ინდურმა კომპანიამ ქართულ ბაზარზე შემოსვლის სურვილი გამოთქვა და ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა.

 

როგორც „რეპორტიორს“ სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია სამინისტროს კომპეტენციებისა და ბიუჯეტის შესახებ, გააცნეს როგორც საგზაო ინფრასტრუქტურული, ისე წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის კუთხით დაგეგმილი სამუშაოები. საუბარი შეეხო მიმდინარე და გამოსაცხადებელ ტენდერებსაც.

 

ინდურმა კომპანიამ, რომელიც სხვადასხვა სახის პროექტებს მსოფლიოს 26 ქვეყანაში წარმატებით ახორციელებს, საქართველოსადმი დაინტერესების მიზეზად ქვეყანაში არსებული გამარტივებული ბიზნესგარემო და ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობები დაასახელა.

 

 

მხარეებმა თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მათი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016