reportiori.ge - ირაკლი ჭყოიძე: მოგელაძის და თორდიას მოთხოვნა იმ მოსამართლემ დააკმაყოფილა, ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა რომ ჩამოართვა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:42
პრეს-დაიჯესტი
ირაკლი ჭყოიძე: მოგელაძის და თორდიას მოთხოვნა იმ მოსამართლემ დააკმაყოფილა, ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა რომ ჩამოართვა!
ავტორი:
17 მარტი, 2014. 17:30



"დემოკრატიული მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჭყოიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ჩამოყალიბებულ წინასაარჩევნო გარემოს აფასებს.

- ბატონო ირაკლი საპრეზიდენტო არჩევნებზე თქვენ იყავით ნინო ბურჯანაძის წარმომადგენელი ცესკო-ში. მოგვიანებით მონაწილეობდით ინტერფრაქციული ჯფუფის მუშაობაში "დემოკრატიული მოძრაობიდან", საზოგადოებას ახსოვს თქვენი კომენტრები ამ პროცესების მიმდინარეობის დროს საარჩევნო კანონმდებლობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან და საერთოდ ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით. ახლა, როდესაც ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე, ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებისაგნ რაიმე დამატებით ცვლილებებს აღარ უნდა ელოდეს არასაპარლამენტო ოპოზიცია, როგორია თქვენი შეფასება სარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, არჩევნებამდე სამი თვით ადრე?


- ეს უკვე "ოცნების" მიერ ჩატარებული მეორე არჩევნები იქნება და იმედია, ბოლო არჩევნები, რომელიც ერთი პარტიის მიერ მორგებული კანონით ჩატარდება; არჩევნები, რომელიც წერტილს დაუსვამს 11 წლიან ერთპარტიული მმართველობის ტრადიციას და საქართველოში ისევე, როგორც მართლა ცივილიზებულ ქვეყნებში, ვიხილავთ დაბალანსებულ, კონკურენტულ თვითმმართველობას. ეს არ გახლავთ მარტივი ამოცანა. დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, შეინარჩუნოს და გაამყაროს არჩევნების გაყალბების ბერკეტები, რათა თავი დაიზღვიოს საზოგადოების სამართლიანი არჩევანისგან.


ამაზე მეტყველებს "ოცნების" მიერ მიღებული სამარცხვინო თვითმმართველობის კოდექსი და "დალატკული" საარჩევნო კოდექსი. ისიც ნათელია, თუ რატომ არ გადაეგზავნა არც ერთი ეს დოკუმენტი შეფასებისთვის ვენეციის კომისიას. როგორც ჩანს, ხელისუფლება არ იყო ბოლომდე დარწმუნებული ვენეციის კომისიის კომპეტენციაში და ისინი სათანადოთ ვერ შეაფასებდნენ იმ რევოლუციურ "ლატკებს", რომლებითაც "ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კოდექსი შემოსა.


თვითმმართველობის კოდექსი სამრცხვინოა თუნდაც იმიტომ, რომ გუბერნატორების ინსტიტუტი, რომელსაც ოპოზიციაში ყოფნისას თავგანწირვით და სამართლიანად აკრიტიკებდა კოალიცია "ქართული ოცნება", ახლა მისაღები აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ახალი კოდექსით დანიშნულ გუბერნატორებს გაუმყარდათ უფლება, თათბირებზე დაიბარონ ხალხის მიერ არჩეულ საკრებულოს თავმჯდომარეები. გარდა ამისა, გაწერიალა ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს ორ მესამედს უფლება აქვს, გადააყენოს პირდაპირი წესით არჩეული გამგებელი და მერი. ასეთი უპრეცედენტო ნორმა მსოფლიო დემოკრატიას კი არა, ავტორიტარულ რეჟიმებსაც არ ქონიათ.

 

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ აბსოლუტურად გაუაზრებელია მუნიციპალიტეტების დაშლის პრინციპები, რის შედეგადაც მივიღებთ ისედაც ღარიბი მუნიციპალიტეტების ნაცვლად გახუთმაგებულ უღარიბეს მუნიციპალიტეტებს. არც იმაზე ფიქრით დაღლილან, რა დაპირისპირებები მოყვება ახლად შექმნილი მუნიციპალიტეტებს შორის მიწების გაყოფას და საზღვრების გავლებას.


- რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, რას არ ეთანხმება "დემოკრატიული მოძრაობა"? რამდენადაც ცნობილია, პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება 50% ბარიერის შესახებ, რასაც არასაპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვდა ხელისუფლებისაგან. . . 


- საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიმართ უპრეცედენტო ერთსულოვნება გამოიჩინეს ოპოზიციამ, ქართულმა და უცხოურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა. გარდა იმისა, რომ უარყოფითათ შეფასდა აღნიშნული ცვლილებები, ყველა ერთხმად გაემიჯნა პროცესებს.


- "
ქართული ოცნების" ერთ-ერთი უმთავრესი დაპირება იყო სამართლიანი საარჩევნო გარემო. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ეს ვერ მოესწრო. თვითმმართველობის არჩევნებისთვის რაც მოესწრო, იმან "ნაციონალებსაც" გაუსწრო დისკრიმინაციით და ცინიზმით. ხელისუფლებამ განზრახ მოირგო არსებული საარჩევნო სისტემა, რომლის მეშვეობითაც კოალციაში შემავალი ურეიტინგო პარტიები ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას შეეცდებიან. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ქართულმა ოცნებამ უარი თქვა ყველა იმ ცვლილებებზე, რომლებიც მათივე დაწერილი და ინიცირებული იყო რვიანის ფორმატში. რაც შეეხება კონკრეტულად "დემოკრატიული მოძრაობას", ჩვენ მოვითხოვდით ელემენტარულ სამართლიანობას. ცვლილებას, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ერთადერთ ძირთად ოპოზიციურ პარტიას უნდა მინიჭებოდა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ამ ცვლილებას მხარს უჭერდა საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მათ შორის შეერთებული შტატების საელჩო და ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო. ეს ცვლილება არგუმენტაციის გარეშე დაბლოკა ხელისუფლებამ. 


-
ჩვენ მოვისმინეთ ნინო ბურჯანაძის არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას ეშინია "დემოკრატიული მოძრაობის" და ცდილობს, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენოს ის, მათ შორის უფასო სარეკლამო დროის გამოყოფასთან დაკავშირებით. რატომ არ დაკმაყოფილდა თქვენი მოთხოვნა?


- არ დაკმაყოფილდა არა ჩვენი, არამედ კანონის მოთხოვნა. ჩვენ ხელისუფლებისაგან მოვითხოვდით იმას, რაც კანონში შავით თეთრზე წერია, თუმცა "ქართულ ოცნებას" აღმოაჩნდა უნიკალური ნიჭი, წაიკითხოს კანონი ისე, როგორც სურს და აწყობს. დიახ, ვერ დაძლია კოალიციამ შიშები ძლიერი ალტერნატივის მიმართ და მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ზეპირსიტყვიერათ გაგვიუქმა კანონით კუთვნილი სარეკლამო დრო.


ეს არ გვაკმარა და "ნაციონალური მოძრაობის" საუკეთესო ტრადიციებით ჩვენი პარტია აბსოლუტურად უსამართლოდ, .. მოგელაძის კანონის საფუძველზე 65 000 ლარით დააჯარიმა; მოგელაძის და თორდიას მოთხოვნა კი იმ მოსამართლემ დააკმაყოფილა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. აი, ეს რეალობაა საქართველოში 1 ოქტომბრიდან წელიწადნახევრის გასვლის შემდეგ!


"ვერ ესწრება", "გაგებით მოვეკიდოთ" და "მივჯირყვნოთ", - აი, სამი ვეშაპი, რომელზეც "ქართული ოცნების" ბრტყელი ხელისუფლება დგას. ხოლო ჩვენ "დემოკრატიული მოძრაობას" ისევ გვაწევს მტკიცებულების ტვირთი, რომ დედამიწა მრგვალია და თანაც ბრუნვადი. 


თუ ასეთი დემოკრატიით უნდა გაგვეოცებინა ევროპა და საქართველო, მაშინ ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ელოდება წინ. ეტყობა, ბატონ ივანიშვილს წასვლისას დაავიწყდა აეხსნა თავის ხელდასმულებისთვის, რას ნიშნავს "საოცნებო საქართველო". მათ კი ეს პირდაპირი მნიშვნელობით გაიგეს და ახლა "საოცნებოებად" იყოფენ. სანთლებით დაიწყეს კვალიფიციური კადრების ძებნა, ოღონდ არა საკუთარი ქვეყნის, არამედ კოალიცია "ქართული ოცნების" შიგნით. თუმცა აქაც პრობლემაა: ერთი ის, რომ როგორც ვნახეთ, მათი ხელიდან სანთლები არ ინთება, მეორე კი ის, რომ ბნელ ოთახში შავი კატის პოვნა შეუძლებელია. მით უფრო, თუ ის იქ არ არის.

 

 

 

(ინტერპრესნიუსი)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016