reportiori.ge - ყირიმელებისთვის მოსკოვს არ უკითხავს, პური გირჩევნიათ თუ რუსეთიო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:49
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ყირიმელებისთვის მოსკოვს არ უკითხავს, პური გირჩევნიათ თუ რუსეთიო!
17 მარტი, 2014. 18:18



რუსეთის ტელეარხები გამუდმებით გადასცემდნენ და გადასცემენ რეპორტაჟებს ყირიმის ქალაქებში გამართული პრორუსული მიგინგებიდან. ამ ფონზე ძალზე საინტერესო მოვლენად რჩება ის ფაქტი, რომ ნახევარკუნძულიდან რუსეთის მიმართულებით გზები გადაჭედილია ავტოტრანსპორტით. ძნელი სათქმელია, ვინ გარბის ყირიმიდან: მხოლოდ ისინი, ვისაც არ უნდა, რომ ხმა მისცეს „პირველ პუნქტს“, ანუ ყირიმის უკრაინიდან გასვლას? რატომ რჩებიან ყურადღებასა და კომენტარის მიღმა ყირიმელი ლტოლვილები.

საეჭვოა, ეს ხალხი ყირიმიდან მოსკოვში მიმდინარე ანტისახელისუფლებო აქციაზე დასასწრებად მიდიოდნენ ის ადამიანები, რომლებიც ცუდ პერსპექტივას ხედავენ და ხვდებიან, რიგში დგანან უკრაინა-რუსეთის საზღვართან. მოსკოვში საკმაოდ ხალხმრავალი მიტინგები და აქცია-მსვლელობები იმართება. ისინი, ვინც იმპერიული ხიბლით დაბრმავებულები არ არიან, უკრაინულ პროცესებს რუსეთშიც აპროტესტებენ. პროტესტის მიზეზი ის საფრთხეა, რომელიც უკრაინასთან ერთად არც რუსეთს უქადის სიკეთეს.

 

 

ერთ-ერთი რუსი ეკონომიკური ექსპერტის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ რუსული მედია გამუდმებით აპელირებს „კმაყოფილი რეფერენდუმების მომხრეებით“, ყირიმში მოსახლეობა რეალობას შეშფოთებული ადევნებს თვალს. ყირიმმა და მთლიანად უკრაინამ მშვიდობიანად, ანუ თოფის გასროლის გარეშე კიდეც რომ მიაღწიოს წლევანდელ ზაფხულამდე, ტურისტული სეზონი ნათელს გახდის რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯებისაგან გამომდინარე ეკონომიკურ საფრთხეს. ძნელი წარმოსადგენია, ასეთ დროს ყირიმის პლაჟებს მიაწყდეს ასიათასობით ტურისტი. თავის მხრივ, ეს და სხვა მიზეზებიც საეჭვოს ხდიან რეფერენდუმის შედეგების რუსეთისეულ დადებით შეფასებას, რეალობა კი ის არის, რომ ეკონომიკის ჯაჭვი ყირიმში უკვე ჩაწყვეტილია.

 

 

გუშინ, 16 მარტს, გ.ულის შეტევით გარდაიცვალა რუსეთის შრომისა და სოციალური განვითარების ყოფილი მინისტრი, „ეხო მოსკვის“ ეკონომიკური მიმომხილველი, ცნობილი ეკონომისტი ალექსანდრე პოჩინოკი. ეს ის პოჩინოკი გახლავთ, რომელიც გასული კვირის განმავლობაში რუსულ ტელეარხებზე განგაშის სიგნალებს აგზავნიდა ყველა მიმართულებით. ყველაფერს რომ მოვეშვათ, რუსეთის ეკონომიკა როგორ აპირებს ყირიმელი პენსიონრებისთვის 10 მილიარდი რუბლის მოძიებას და 200 ათასზე მეტი ადგილობრივი ჩინოვნიკის ხელფასით უზრუნველყოფას, როცა მას არავითარი საამისო რესურსი არ გააჩნიაო! მისი ოპონენტები მხოლოდ იდეოლოგიური პოზიციებიდან პასუხობდნენ, – რას იზამ, როცა ყირიმელი ხალხის მოთხოვნა ასეთია და მას რუსეთი უნდაო...

 

 

ერთი რამის თქმა ნამდვილად შეიძლება: მოსალოდნელი ეკონომიკური კატასტროფის ფონზე, ყირიმელებისთვის მოსკოვს არ უკითხავს, პური გირჩევნიათ თუ რუსეთიო! დაგვეთანხმებით, პასუხი ძალიან საინტერესო მოსასმენი იქნებოდა.

 

 

ჯერ კიდევ ენერგიული და გონიერი ადამიანის ამ ქვეყნიდან წასვლა ყველასთვის გულდასაწყვეტია. სამწუხაროდ, გული ყოველთვის ვერ უძლებს ტანკებისა და ავტომატების ფონზე ჩატარებული რეფერენდუმის მოსალოდნელ მძიმე შედეგებს.

 

 

რუსეთს უარესი დღეებიც ჰქონია, ის კი არა და, 1918 წლის კოშმარიდან გამოძვრა იმპერიაო! გამოძვრა და მერე როგორ. ეს იმედი რუსეთში ახლაც ბევრს აქვს. ხოლო, რას ფიქრობდა ამის შესახებ ალექსანდრე პოჩინოკი, ამას ვეღარასდროს გავიგებთ.

 

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016