reportiori.ge - დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინში მოსწავლეები გაკვეთილებს იძულებით აცდენენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 19:21
კონფლიქტები
დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინში მოსწავლეები გაკვეთილებს იძულებით აცდენენ
18 მარტი, 2014. 17:22



მოსწავლის საშვის არქონის მიზეზით, აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვარზე, მოზარდებს რუსეთის სამხედროები თავისუფლად გადაადგილების უფლებას კვლავ არ აძლევენ. გასული კვირის მსგავსად, ოკუპირებული რეგიონიდან ზუგდიდის სოფელ განმუხურის საჯარო სკოლაში მისვლა, დღესაც, მოსწავლეთა მხოლოდ მცირე ნაწილმა ე.წ. მესაზღვრეებისგან მალვით შეძლო.


განმუხურის საჯარო სკოლის დირექტორის, ზურაბ ჯოლოგუას ცნობით, 18 მოსწავლიდან შვიდმა შეძლო ე.წ. საზღვრის გადაკვეთა: ჯერჯერობით საკითხი მოგვარებული არ არის. ბავშვები ეზო-ეზო მალულად გადმოვიდნენ, იმ მხრიდან სადაც არავინ იყო", -აცხადებს ის.


განმუხურის სკოლაში მოსახვედრად, სადაც სასწავლებლად მოსაზღვრე სოფლებიდან - ოკუპირებული ოტობაიიდან, ფიჩორიდან და ნაკარღალიდან დადიან, მოზარდებს რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. მიუხედავად სირთულეებისა, განათლების ქართულად მიღების, ასევე ჩვეულ მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან ყოფნის მიზეზით ისინი ოკუპირებული რეგიონის სასწავლო დაწესებულებაში გადასვლას არ გეგმავენ.


მშობლებმა ე.წ. „მესაზღვრეების" მოთხოვნის თანახმად არაერთხელ განაახლეს მოზარდების საბუთები, თუმცა ამით პირობით საზღვარზე შვილების თავისუფლად გადაადგილების გარანტია ვერ მიიღეს. სოფელ ოტობაიაში მცხოვრები ერთ-ერთი მოსწავლის დედა „ლაივპრესთან" სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ პრობლემების მოგვარებას მშობლები ამჯერადაც საკუთარი ძალებით, დე ფაქტო მთავრობასთან მოლაპარაკების გზით ცდილობენ.


ბავშვებს ორი მანქანით და ავტომატებით ხელში გაეკიდნენ. კიოდნენ ბავშვები - ისე მოვიდნენ სახლში. შევიკრიბეთ სამი მშობელი და რუსებს ვკითხეთ, რატომ არ უშვებთ ბავშვებს, იქნებ გაუშვათო. გვიპასუხეს, ჩვენ კი გვინდა გავუშვათ, მაგრამ უფროსებს ასე უნდათ და რომ არ შევასრულოთ სამსახურიდან დაგვითხოვენო", -აცხადებს ის.


რესპონდენტი ფიქრობს, რომ დე ფაქტო მთავრობა, მოზარდებისთვის გადაადგილების შეზღუდვით, ოკუპირებული რეგიონის სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდას ცდილობს, რომელიც სოფლებში განსაკუთრებით ძალიან მცირეა.




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016