გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტკავას მამიდა, ხათუნა კორტავა სამართალდამცავებს უსუსურობაში ადანაშაულებს. ის პროკურატურას და სასამრთლოს უნდობლობას უცხადებს. „არაფრის დათმობას არ ვაპირებ. ჩემთვის მიუღებლია სასამრთლოს ეს გადაწყვეტილება ეს არის უსუსურობა და მთავრობას პროკურატურას და სასამრთლოს უნდობლობას ვუცხადებ-" განუცხადა „რეპორტიორს" ხათუნა კორტავამ .
მისივე განმარტებით ის კონსულტაციებს გაივლის ადვოკატთან და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტიელბას სამომავლო გემეგებთან დაკვშირებით.
შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გეგუთის ციხის თანამშრომლები გიგა კოხოძე, ალეკო ბაბუნაშვილი და თენგიზ ნასარაია სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბრალდებულებს კოხოძეს და ბაბუნაშვილს 5-5 ათას ლარიანი, ხოლო ნასარაიას 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
სამართალდაცვლებემა დაადგინეს,რომ სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულების მსჯავრდებულებმა ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტრო ჩაიდანისა და ვენტილატორის მყარი დეტალის გამოყენებით, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ჯგუფურად, გონების დაკარგვამდე, განსაკუთრებული სისასტიკით ცემეს უმწეომდგომარეობაში მყოფი ლევან კორტავა.
2013 წლის 23 მაისს, ლევან კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობით ქალა-ტვინის დახურული ტრამვის შედეგად განვითარებული ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპებების გამო გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
2 აგვისტოს სამსახურებრივი გულგრილობის, სასიკვდილო შედეგით დასრულებული, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებისათვის და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ჩადენისათვის სამართალდამცველებმა #14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ილია შანშაშვილი დააკავეს. სამსახურებრივი გულგრილობის - ჩადენისათვის ბრალდება #14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ გიგა კოხოძესა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ (კონტროლიორ) ალექსანდრე ბაბუნაშვილს წარედგინათ. ხოლო, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ თენგიზ ნასარეიას ბრალი საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის- ჩადენისათვის წაუყენეს.