reportiori.ge - მსახიობი ბრიუს უილისი დღეს 59 წლის გახდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:44
ყვითელი
მსახიობი ბრიუს უილისი დღეს 59 წლის გახდა
ავტორი:
19 მარტი, 2014. 12:40



ჰოლივუდის მსახიობი ბრიუს უილისი დაიბადა 1955 წელს 19 მარტს დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ იდარ-ობერშტეინში, სადაც მისი მამა დევიდ უილისი იყო თავისუფალი დაქირავებული მოსამსახურე ამერიკის სამხედრო ნაწილში. გაიზარდა პენს-გროუვში (ნიუ-ჯერსის შტატი, აშშ). სწავლობდა კოლეჯში მონტკლერი. ოჯახში ოთხი შვილიდან ბრიუსი იყო ყველაზე უფროსი.

 

ბრიუს უილისი უკვე რვა წლის ასაკიდან მეცადინეობდა სამოყვარულო დრამატულ სტუდიაში (მიუხედავად მისი ენაბლუობისა), სცადა სიმღერაც ბლუზის ანსამბლ ლუს-გუზ- ში, სადაც ის აკომპანირებას უკეთებდა თავის თავს ტუჩის გარმონით, თამაშობდა სტუდენტურ თეატრალურ კოლექტივში, ხოლო შემდეგ არაბროდვეის სცენაზე ნიუ-იორკში, რის გამოც 1977 წელს (22 წლის ასაკში) დაანება თავი კოლეჯში სწავლას. მცდელობა - მიეღო როლები კინოში, სცენაზე, ტელევიზიაში წარუმატებლად მთავრდებოდა. საღამოობით ბრიუს უილისი დარდს ალკოჰოლით იმსუბუქებდა.

 

ბრიუს უილისის ნიჭი შეაფასეს არა თეატრალურ სცენაზე, არამედ ნიუ-ორკის პოპულარულ ბარში კაფე სენტალი, სადაც დროს ატარებდა მსახიობთა ბოჰემა. ბრიუს უილისი ბარში როლიკებზე კატაობდა ჩაცმული უფართოეს შარვალში, პარაშუტივით, დახეულ მაისურში და თავი გადაკრული ჰქონდა... ის სულ რაღაცას მღეროდა, ან ხუმრობდა, ან თავის ტუჩის გარმონზე უკრავდა“, - იხსენებენ მსახიობის ბიოგრაფისტები.

 

პირველი როლი კამერის წინ მან ითამაშა ჯინსის ლივაისის რეკლამაში. 1984 წელს, სემ შეპარდის პიესის არაბროდვეის სცენარული ვერსიაში შეყვარებული ბრიყვიწარმატებულად შესრულებული როლის შემდეგ, სადაც ბრიუს უილისმა მთავარი როლი შეასრულა, მასზე დაიწერეს პირველი დადებითი შეფასებები და მიიწვიეს ლოს-ანჟელესში სინჯებზე. ბრიუსი კმაყოფილი იყო იმით, რომ ლოს-ანჟელესში მოხვდა და ოლიმპიადის ნახვის შესაძლებლობა მიეცა, რომელიც მას უფრო მეტად აინტერესებდა, ვიდრე შემოთავაზებული როლი. და სრულიად შემთხვევით გაფრენამდე ერთი დღით ადრე ბრიუს უილისი შეიყვანეს სტუდიაში სერიალის მთვარის შუქისინჯებზე. არავისთვის ცნობილი ნიუ-ორკელი მსახიობი ისე მოეწონათ პროდიუსერებს, რომ ეპიზოდური როლის მაგივრად, აიყვანეს თვით სიბილ შეპარდის პარტნიორად. ბრიუსმა დაახლოებით ამ პერიოდში (1987 წელს) გაიცნო დამწყები მსახიობი დემი მური. მალე ისინი დაქორწიდნენ. სერიალმა მთვარის შუქი, რომელიც გადიოდა ამერიკის ტელეეკრანებზე 1985-1989 წლებში, უილისი არა მარტო პოპულარული შემსრულებელი გახადა, არამედ 80-იანი წლების მეორე ნახევრის მამაკაცის იდეალად აქცია.

 

ნიუ-ორკის პოლიციელის ჯონ მაკლეინის როლმა ფილმში კერკეტი კაკალი (1988) აჩვენა, თუ როგორ საუკეთესოდ შეიძლება გამოყენებული იყოს პოპულარული სახე. ფილმის კერკეტი კაკალი კომერციულმა წარმატებამ საშუალება მისცა უილისს გაეგრძელებინა თავისი გმირის ეკრანული ბიოგრაფია ორ გაგრძელებაში - კერკეტი კაკალი-2 (1990) და კერკეტი კაკალი-3.

 

მსახიობი არ ივიწყებს თავის გატაცებას მუსიკით: სურათში უყურე კიდევ ვინ ლაპარაკობს (1990) ის მღერის თავის დაწერილ სიმღერას. მისი ფირფიტა ბრიუს უილისი: ბრუნოს დაბრუნება 1987 წელს გამოვიდა. თვით მსახიობის თქმით, ის არ თვლის თავის პირად ცხოვრებას ფართო განხილვის საგნად. (ალბათ ამიტომაც მისი ფეშენებელური სახლი ჰოლივუდში გარშემორტყმულია ექვსფუტიანი სიმაღლის კედელით). მაგრამ პრესა ხელიდან არ უშვებს ყოველ ახალ მოვლენას მისი ეკრანსმიღმა ცხოვრებიდან.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016