ცნობილი რუსი მომღერლები - ლეონიდ აგუტინი და ანჟელიკა ვარუმი ავარიაში მოყვნენ. ცოლ-ქმარი ბარნაულიდან კემეროვსკის რეგიონში გასტროლებზე მიემგზავრებოდნენ. მას შემდეგ, რაც სასწრაფო დახმარების ექიმებმა ისინი გასინჯეს, ჰოსპიტალიზაციაზე ორივესგან უარი მიიღეს. აგუტინი და ვარუმი სასწრაფოდ გაემართნენ იმ სასტუმროსკენ, სადაც მათთვის ნომერი იყო დაბრონილი.
საღამოს დაგეგმილ კონცერტზე მხოლოდ ლეონიდ აგუტინმა იმღერა. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი წინასწარ გააფრთხილეს, ანჟელიკა კონცერტზე დასწრებას ვერ შეძლებდა, ბილეთი არცერთ მაყურებელს დაუბრუნებია. ლეონიდმა გამოსვლისას ბოდიში მოუხადა მათ და განაცხადა, რომ მცირე ინცინდენტის გამო, ანჟელიკა შეუძლოდ გრძნობდა თავს.
როგორც „იტარ-ტასი“ წერს, ავარიის გამომწვევი „ნისანის“ ფირმის ავტომობილი გახდა, რომელმაც მოძრაობის წესები დაარღვია და საპირისპირო მიმართულებით განაგრძო სვლა, სადაც მხოლოდ ცალმხრივად მოძრაობა იყო დაშვებული.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)