reportiori.ge - ლეონიდ აგუტინი და ანჟელიკა ვარუმი ავარიაში მოყვნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:49
ყვითელი
ლეონიდ აგუტინი და ანჟელიკა ვარუმი ავარიაში მოყვნენ
ავტორი:
19 მარტი, 2014. 14:50



ცნობილი რუსი მომღერლები - ლეონიდ აგუტინი და ანჟელიკა ვარუმი ავარიაში მოყვნენ. ცოლ-ქმარი ბარნაულიდან კემეროვსკის რეგიონში გასტროლებზე მიემგზავრებოდნენ. მას შემდეგ, რაც სასწრაფო დახმარების ექიმებმა ისინი გასინჯეს, ჰოსპიტალიზაციაზე ორივესგან უარი მიიღეს. აგუტინი და ვარუმი სასწრაფოდ გაემართნენ იმ სასტუმროსკენ, სადაც მათთვის ნომერი იყო დაბრონილი.

 

საღამოს დაგეგმილ კონცერტზე მხოლოდ ლეონიდ აგუტინმა იმღერა. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი წინასწარ გააფრთხილეს, ანჟელიკა კონცერტზე დასწრებას ვერ შეძლებდა, ბილეთი არცერთ მაყურებელს დაუბრუნებია. ლეონიდმა გამოსვლისას ბოდიში მოუხადა მათ და განაცხადა, რომ მცირე ინცინდენტის გამო, ანჟელიკა შეუძლოდ გრძნობდა თავს.

 

როგორც „იტარ-ტასი“  წერს, ავარიის გამომწვევი „ნისანის“ ფირმის ავტომობილი გახდა, რომელმაც მოძრაობის წესები დაარღვია და საპირისპირო მიმართულებით განაგრძო სვლა, სადაც მხოლოდ ცალმხრივად მოძრაობა იყო დაშვებული.

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016