reportiori.ge - როგორ მოვემზადოთ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 09:25
სხვადასხვა
როგორ მოვემზადოთ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის?
ავტორი:
19 მარტი, 2014. 18:35



მართვის მოწმობის აღების მსურველებს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება რეალურ მოძრაობაში, ქალაქის პირობებში მოუწევთ, - ამის შესახებ შს სამინისტროს 2014 წლის სტრატეგიაშია ნათქვამი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იგეგმება მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკური გამოცდის ჩაბარების სისტემის დახვეწა. 2014 წლიდან უკვე შესაძლებელია მართვის მოწმობის მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე. ასევე შემოღებულ იქნება პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში (ქალაქის პირობებში) ჩაბარება“, - ნათქვამია სტრატეგიაში.

 

ამასთან, სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ 2014 წელს ასევე იგეგმება ახალი ტიპის სანომრე ნიშნების შემოღება, რომელიც თავისი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. გარდა ამისა, დაგეგმილია სკოლებში საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის წესების სწავლების დანერგვა.

 

ჟურნალი Auto Bild საქართველო აქვეყნებს სტატიას, სადაც გაცემულია პასუხები ყველა შესაძლო კითხვაზე, რაც კი ამ საკითხთან დაკავშირებით გაჩნდა.

 

კითხვა: როგორ უნდა მოვემზადო პრაქტიკული გამოცდისთვის, რომელიც რეალურ მოძრაობაში ტარდება?

 

პასუხი: გამოცდის დღეს აუცილებლად მაქსიმალურად განტვირთული და დასვენებული უნდა იყოთ. ყველანაირად ეცადეთ, თავიდან აიცილოთ სტრესი. უმჯობესია, გამოცდაზე გამოცხადდეთ ნახევარი საათით ადრე, ვიდრე ერთი წუთის დაგვიანებით.

 

კითხვა: როგორ მიმდინარეობს პრაქტიკული გამოცდა? როგორ უნდა მოვიქცე გამომცდელთან?

პასუხი: გამომცდელი ჩვეულებრივად მოგესალმებათ, მერე კი ჩასხდებით ავტომობილში და იწყება გამოცდა. როგორც წესი, ევროპაში გამომცდელები უკან სხდებიან - ასე უკეთესად ხედავენ ყველაფერს, რასაც გამოსაცდელი საჭესთან აკეთებს. პირველ რიგში, თქვენს ზომაზე მოირგეთ სავარძელი, საჭე და როგორც სალონის, ასევე გარე სარკეები. შემდგომ შეიკარით უსაფრთხოების ღვედი. ამის შემდეგ გამომცდელი აგიხსნით, როგორ მოგცემთ მითითებებს გამოცდის დროს. მერე კი იწყება უშუალოდ გამოცდის პრაქტიკული ნაწილი - თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რაც ავტოსკოლაში ისწავლეთ. შეეცადეთ, წარმოიდგინოთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი გაკვეთილი, იმ განსხვავებით, რომ მასწავლებლის ნაცვლად, მანქანაში ზის ადამიანი, რომელიც მიგითითებთ, როდის სად უნდა შეუხვიოთ.

 

კითხვა: თუკი ვერ გავიგე გამომცდელის მითითება, შეიძლება თუ არა ვთხოვო, რომ გაიმეოროს?

პასუხი: რა თქმა უნდა! ეს ნებისმიერ დროს შესაძლებელია.

 

კითხვა: რა არის ყველაზე მთავარი პრაქტიკული გამოცდისას?

პასუხი: ყველაზე მთავარი სიმშვიდის შენარჩუნებაა.

 

კითხვა: მიუხედავად ყველაფრისა, გამომცდელების ეშინიათ ხოლმე. როგორ დავძლიო ეს შიში?

პასუხი: გამომცდელი ჩვეულებრივი ადამიანია და მის ინტერესებში არ შედის თქვენი ჩაჭრა. მეტიც: გამომცდელს ყოველთვის კარგად ესმის ის, რომ ადამიანი გამოცდის ჩაბარების დროს ნერვიულობს და გამომცდელი ყოველთვის ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანი, რომელსაც მართვის მოწმობა და, შესაბამისად, ავტომობილის მართვის გამოცდილება არ აქვს, საჭესთან თავდაჯერებული ვერ იქნება. გამომცდელი გამოცდის დროს არასდროს ითვლის შეცდომებს და თუ მიხვდებით, რომ რაღაც ისე ვერ გააკეთეთ, როგორც საჭირო იყო, ამის გამო დამატებით ნუ ანერვიულდებით. თუ შემთხვევით სხვა მიმართულებით წახვედით, მაგრამ საგზაო მოძრაობის წესი არ დაარღვიეთ, ამის გამო არ ჩაიჭრებით. დაიხსომეთ: გამოცდელი არასდროს ელის და ითხოვს იმას, რომ თქვენ გამოცდას აბსოლუტურად უშეცდომოდ ჩააბარებთ. სხვათა შორის, გამომცდელები, რომელსაც დიდი სტაჟი აქვთ, ამბობენ, რომ გამოსაცდელის ნერვიულობა და შიში გამოცდის დროს ყოველ წუთს მცირდება.

 

კითხვა: რას აქცევენ გამომცდელები განსაკუთრებულ ყურადღებას?

პასუხი: პირველ რიგში მართვის ტექნიკური მომზადების დონეს. ამაში შედის ისეთი დეტალები, როგორებიცაა სარკის, საჭის და სავარძლის გასწორება. სტარტამდე სამივე აუცილებელია! ასევე მნიშვნელოვანია ავტომობილის დაძვრამდე სარკეში გახედვა. მართვის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, მოხვევის ციმციმას დროული, მოხვევამდე რამდენიმე წამით ადრე ჩართვა. უდიდესი ყურადღება ექცევა სიჩქარესაც - ავტომობილის სისწრაფე არ უნდა იყოს მოცემულ ადგილზე დასაშვებზე მეტი, მაგრამ ზედმეტად ნელი სვლითაც არ უნდა იაროთ. თუ ავტომობილს მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს, გამომცდელი ყურადღებას აუცილებლად მიაქცევს იმასაც, რთავთ თუ არა დროულად გადაცემებს. გამომცდელი ყოველთვის აკვირდება, იცავთ თუ არა დისტანციას წინ მიმავალ მანქანასთან და იყურებით თუ არა სარკეში ხშირად. სარკეში ჩახედვა აუცილებელია არა მარტო კურსის შეცვლამდე, არამედ მაშინაც კი, როცა ეს არ გჭირდებათ - მძღოლმა ხშირად უნდა აკონტროლოს, რა ხდება მისი ავტომობილის უკან. არ დაგავიწყდეთ ორივე მხარეს გახედვა გზაჯვარედინზე გასვლის წინ. მოძრაობის არცერთი წესი არ უნდა დაარღვიოთ და უნდა იმოქმედოთ საგზაო ნიშნების შესაბამისად.

გასწრების ან გვერდის აქცევის დროს აუცილებელია შესაბამის ვითარებაში მოხვევის ციმციმას ჩართვა და სარკეში გახედვა. გამომცდელი ასევე დააკვირდება თქვენს მოქმედებას ფეხით მოასიარულეთა მიმართებაშიც.

 

კითხვა: რა შემთხვევაში შეწყვეტს გამომცდელი პრაქტიკულ გამოცდას და გამომაცხადებს ჩაჭრილად?

პასუხი: ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მოძრაობის წესს უხეშად დაარღვევთ - მაგალითად, არ დაემორჩილებით შუქნიშნის წითელს, შეუხვევთ იქ, სადაც შეხვევა არ შეიძლება, ან გასწრებაზე გახვალთ იქ, სადაც გასწრება აკრძალულია. გამოცდა მაშინვე შეწყდება, თუ გამომცდელი დააფიქსირებს, რომ არ აქცევთ ყურადღებას ფეხით მოსიარულეებს - განსაკუთრებით ბავშვებს და მოხუცებს. ჩაჭრის მთავარ კრიტერიუმებშია სიჩქარის გადაჭარბება, დისტანციის არდაცვა, დაგვიანებული დამუხრუჭება, ან ნებისმიერი შეცდომა ავტომობილის მომსახურებაში - მანქანა არ უნდა ჩაგიქვრეთ, არ უნდა დაგიგორდეთ აღმართზე და ..

 

კითხვა: კიდევ რას უნდა მივაქციო ყურადღება?

პასუხი: გამოცდის დაწყებისას გამომცდელი ყოველთვის სვამს ტექნიკურ კითხვას. ეს შეიძლება იყოს კითხვა, ან დავალება. მაგალითად: ”როდის უნდა ჩართოთ ავარიული განათება?” ”თუ, შეიძლება, შეამოწმეთ საბურავის პროფილი!” პრაქტიკული გამოცდის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია ავტომობილის დაპარკინგებაც - ამის გარეშე არცერთი გამოცდა არ ჩაივლის.

 

კითხვა: გამომცდელებზე ხშირად საშინელ ისტორიებს ყვებიან...

პასუხი: ნუ ენდობით მათ, ვინც გამოცდაზე ერთხელ მაინც ჩაჭრილა - ადამიანებს არ უყვართ საკუთარი შეცდომების აღიარება და როგორც წესი, ურჩევნიათ, ყველაფერი სხვას დააბრალონ. მთავარია, აკონტროლოთ ავტომობილი, მართოთ წინდახედულად და დაიცვათ მოძრაობის წესები.

 

კითხვა: მეგობრებმა მირჩიეს, რომ გამოცდის წინ მივიღო დამამშვიდებელი საშუალება. არის თუ არა ეს რეკომენდებული?

 

პასუხი: არავითარ შემთხვევაში, რადგან ასეთი საშუალებები შიშს კი არ დაგაძლევინებთ, არამედ კონცენტრაციას დაგიქვეითებთ. ეს კი შიშზე უარესია. ყველაზე მთავარი გამოცდისთვის კარგად მომზადებაა. თუ კარგად ხართ მომზადებული, არ იარსებებს მიზეზი, რის გამოც უნდა ჩაიჭრათ. არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ დამამშვიდებლები, რადგან ასეთი საშუალებები შიშს კი არ დაგაძლევინებთ, არამედ კონცენტრაციას დაგიქვეითებთ. ეს კი შიშზე უარესია.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016